მცენარეთა კვების კომპლექსური მონიტორინგი წარმოადგენს ერთადერთ ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას გვაძლევს სწორი დიაგნოზირება გავუწიოთ თუ როგორ ითვისებს მცენარე საკვებ ელემენტებს ნიადაგიდან. ეს პროცესი მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას, რათა შეფასდეს რამდენად ეფექტურია ჩვენს მიერ გამოყენებული კვების პროგრამა.
ფესვთა სისტემის სხვადასხვა სიღრმეზე დაყენებული ლიზიმეტრებით ექსტრაგირებული ნიადაგის ხსნარის ანალიზისა და ფოთლების ანალიზით მიღებული შედეგების შედარება, გვაწვდის ინფორმაციას მცენარის რეალურ კვებით საჭიროების შესახებ.
მცენარეთა კვების კომპლექსური მონიტორინგის მეთოდი გამოიყენება, რათა უზრუნველყოს საკვები ნივთიერებების ოპტიმალური გამოყენება და მინიმუმამდე დაიყვანოს სასუქების არასწორი (ჭარბი ან ნაკლები რაოდენობით) გამოყენება.
ამგვარი კომპლექსური მონიტორინგი შესაძლებელს ხდის შემუშავდეს სწორი კვების სქემა სასოფლო-სამეურნეო კულტურის ფენოლოგიური განვითარების ციკლის ყველა სტადიისთვის, თითოეული ნიადაგი-მცენარე-წყალი სისტემის გათვალისწინებით.
მიზანი: ანალიზისა და მეცნიერულად მხარდაჭერილი გადაწყვეტილებების საფუძველზე მიიღწიოს ოპტიმალური კვების კონტროლი საკვლევ ფართობზე:
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
პროდუქტ-მენეჯერი: ლელა ბუხნიკაშვილი Tel.: +995 511 13 53 58 email: [email protected]
კარტლისი ესპანური AGQ ლაბორატორიის მხარდაჭერით გთავაზობთ თქვენი კულტურის კვების კომპლექსურ მონიტორინგს, რაც საშუალებას გაძლევთ იცოდეთ მცენარის კვებითი საჭიროება მისი ფენოლოგიური განვითარების ყველა ეტაპზე.
მცენარეთა კომპლექსური მინიტორინგი მიმდინარეობს კულტურის განვითარების ყველა სტადიაზე, შემდეგი სახის ლაბორატორიული კვლევები კი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ თუ როგორ ითვისებს მცენარე საკვებ ნივთიერებებს ნიადაგიდან.
ნაკვეთების რაოდენობის მიხედვით, 1-3 ნაკვეთზე კვების კომპლექსური მონიტორინგის დანერგვის შემთხვევაში მომსახურების ღირებულება თითოეულ სავარგულზე შეადგენს 11 328ლ.
სამზე მეტ ნაკვეთზე მომსახურების დანერგვის შემთხვევაში ღირებულება შეადგენს 10 856ლ.
შეაფასეთ თქვენ მიერ გამოყენებული კვებისა და სასუქების ეფექტურობა მცენარეთა კვების კომპლექსური მონიტორინგის საშუალებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
პროდუქტ-მენეჯერი: ლელა ბუხნიკაშვილი Tel.: +995 511 13 53 58 email: [email protected]
On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building, “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia