Our Team

Lela Gvasalia

Biologist, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელი

6 წელია კარტლისის გუნდის წევრია,  დიდი წვლილი აქვს შეტანილი  სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების გამოცდასა და დანერგვაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე ის სისტემატურად ატარებს ცდებს სხვადასხვა კულტურაში პესტიციდების ეფექტურობაზე. ამჟამად ის ხელმძღვანელობს კარტლისის აკადემიას და ასევე არის კომპანიის პროდუქტ მენეჯერი. აქვს ათამდე სამეცნიერო ნაშრომი სხვადასხვა ენაზე, ჰოლანდიაში, ისრაელსა და იტალიაში გავლილი აქვს  მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კურსები.

Nino Mumladze

აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. კომპანია კარტლისში მუშაობს პროდუქტ მენეჯერის პოზიციაზე. 30 წლის განმავლობაში მუშაობდა აგრარული უნივერსიტეტის აგროქიმიის კათედრის პროფესორად. გამოქვეყნებული აქვს 42 სამეცნიერო ნაშრომი და ორი დამხმარე სახელმძღვანელო. ხელმძღვანელობდა საქართველოს ნიადაგების აგროქიმიურ გამოკვლევას, სადაც ანალიზი ჩაუტარდა 2000 ნიადაგის ნიმუშსს. შემუშავებული აქვს 2000 რეკომენდაცია სასოფლო სამეურნეო კულტურების განოყიერებაზე.

Davit Kakashvili

ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

გამოქვეყნებული აქვს ცხრამეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც უკავშირდება მეხილეობის დარგში მცენარეთა დაცვის აქტუალურ საკითხებს, ატარებს ცდებს პესტიციდების ეფექტურობაზე. მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნებში (გერმანია, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა და სხვა) გამართულ სამეცნიერო კონფერენციებში, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ რამოდენიმე სამეცნიერო გრანტში, რომლებიც ხორციელდებოდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აგრარულ უნივერსიტეტში. 

Zaza Kerelashvili

ისტორიკოსი - ეთნოლოგი

სახელმწიფო მართვის მაგისტრი. 1992 წლიდან მისდევს ფერმერულ მეურნეობას ბოსტნეული და მარცვლეული კულტურების კუთხით. 2010 წლიდან მუშაობს კომპანია კარტლისში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე, აწარმოებს კომპანიის ახალი პროდუქტების გამოცდას და მის დანერგვას ბაზარზე, ინტენსიურად მუშაობს ფერმერებთან ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე და ეხმარება მათ მეურნეობის სწორად დაგეგმვაში. გავლილი აქვს ტრენინგები პოლონეთში, ჰოლანდიაში და თურქეთში.

რევაზ შონია

აგრონომი, სამეცნიერო კონსულტანტის

25 წელზე მეტია მუშაობს სოფლის მეურნეობის დარგში. აქტიურად არის ჩართული თხილის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიური საკითხების კვლევაში. ამ პერიოდის განმავლობაში იყო USAID/EPI , USAID/REAP მიერ განხორციელებული ტრენინგების მთავარი ტრენერი. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მთავარი აგრონომი. 2013 წლიდან დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით თხილის კულტურის მავნებელ-დაავადებებზე იყენებდა კარტლისის პრეპარატებს და მიიღო საუკეთესო შედეგი.

გიორგი ოქრუაშვილი

აგრონომი

20 წელია სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწეობს. 8 წელია კარტლისის გუნდის წევრია. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კარტლისის საცდელ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე სიმინდის, ხორბლის და ვაზის მოსავლის მიღებას. დღეისათვის აქტიურად არის ჩართული კახეთის რეგიონში კომპანიის სერვისცენტრების მუშაობაში. ატარებს სემინარებს მევენახეობაზე - კარტლისის აკადემიის ფარგლებში.

ნუგზარ ბეშიძე

სარწყავი სისტემების გაყიდვების მენეჯერი

მაგისტრი ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების განხრით. ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მუშაობდა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკ- რულების ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში დასანერგ ინოვაციებზე. მონაწილეობდა საერთა- შორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმში.

პროექტები:
- ასტანა ექსპო-2017 სინგაპურის პავილიონი, „განახლებადი ენერგიები“.
- ევროკავშირი საქართველოსთვის „რეგიონალური განვითარება“.

მუშაობდა საქართველოში წამყვან წყლის და გაზის კომპანიებში - შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ და შპს „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში“.

ლელა ბუხნიკაშვილი

ქიმიკოსი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ქიმიის მიმართულებით. მიღებული აქვს ევროკავშირის გრანტი, რის შედეგადაც სწავლობდა პოლონეთში გდანსკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში "მწვანე ტექნოლოგიების" მიმართულებით.

ჩართულია სამეცნიერო კვლევებში და მის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევარის სტატუსით პრაქტიკები გავლილი აქვს გერმანიაში "იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრში".

ამჟამად, კარტლისში თანამშრომლობს ესპანურ AGQ ლაბორატორიასთან, კომპანიაში ნერგავს მათ მომსახურებებს და კონსულტაციას უწევს მომხმარებელს ნიადაგის ანალიზის მიმართულებით.

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us