მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში
კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი ფერემრების 2022 წელი კარტლისთან ერთად
ყველა წელი თავისებურად განსხვავებულია სასოფლო სამეურნეო სექტორში, ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის ჭარბი ნალექი, საადრეო წაყინვები, გვალვები, მომძლავრებული დაავადებების თუ მავნებლების ფონი. ფერმერობა ეს არის ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროფესია, ფაქტობრივად ფერმერებს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ, ყოველი მათი დაშვებული შეცდომა პირდაპირპროპორციულად აისახება მცენარის განვითარებაზე და მოსავალზე. ფერმერმა უნდა შეძლოს ოქროს შუალედის დაჭერა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გარემოფაქტორის გათვალისწინებით. აუცილებლად შესაბამის დროს უნდა ჩატარდეს ნიადაგის აგროტექნიკური სამუშაოები, ნიადაგის განოყიერება და მცენარეთა დაცვის ღნისძიებები. ეს ყველაფერი შემდგომში უზრუნველყოფს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მიღებას.
არც 2022 წლის სეზონი არ იყო გამონაკლისი, განსაკუთრებით რთული იყო კაკლის და ნუშის მწარმოებელი ფერმერებისთვის კახეთის რამდენიმე ზორნაში. ვეგეტაციის პირველ ეტაპზე, მარტის თვეში, ნუშის კულტურაში გვქქონდა საადრეო წაყინვების პრობლემა, ეს განსაკუთრებით დამაზიანებელი აღმოჩნდა ნუშის საადრეო ჯიშებისათვის, ამ პერიოდში კვირტები უკვე გასაშლელად ემზადებოდა, როდესაც უეცრად შეიცვალა კლიმატი და ღამის მანძილზე ტემპერატურა -3 დან -10 ზე ჩამოდიოდა. ასეთ შემთხვევებში ყოველთვის აუცილებელია წინასწარ გადავამოწმოთ ამინდის პროგნოზი და ყინვებამდე შევიტანოთ პრეპარატი, რომელიც კვირტებს დაიცას გაყინვისგან. კონკრეტულ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ პრეპარატ „კრიოს“-ს, რომელიც მცენარის კვირტებს იცავს გაყინვისგან -10 ტემპერატურამდე, ხოლო უკვე გაშლილ ყვავილებს იცავს -3 გრადუსამდე. ეს პრეპარატი ეხმარება მცენარეს კვირტების შენარჩუნებაში და ხელს უწყობს ყვავილობის პროცესის სწორად წარმართვაში.
კაკლის მწარმოებელ ფერმერებს რამდენიმე მკვეთრად გამოხატული პრობლემები ჰქონდა. პირველი ეს იყო კაკლის ყვავილობის პერიოდში, როდესაც ვერ მოხდა კაკლის კულტურაში სრულფასოვანი გადამტვერვა, ამ ფაქტის შედეგმა თავი იჩინა ივნისის დასაწყისში, როდესაც მცენარემ არასწორად განაყოფიერებული ნაყოფი (ზომით1-1.5 სმ) მოიშორა. სხვადასხვა ბაღებში ჩამოყრილი კაკლის რაოდენობა მთლიანი მოსავლის 30% - 50 % - მდე ადიოდა. მსხგავს შემთხვევებში აუცილებელია გამოვიყენოთ სტიმულატორი „კოდაქველი“ რადგან ეს პრეპარატი ეხმარება მცენარეს ყვავილობის პროცესის შეუფერხებლად წარმართვაში. ასევე მაისის თვეში მოსულმა უხვმა ნალექებმა ხელი შეუშალა გეგმიური წამლობების ჩატარებას, რამაც თავის მხრივ უარყოფითი შედეგები გამოიწვია. ამ ფონზე მომძლავრებული იყო კაკლის ძირითადი 2 დაავადება, ანთრაქნოზი და კაკლის ბაქტერიული ლაქიანობა, ეს ისეთი აგრესიული დაავადებებია კაკლის კულტურაში, რომ გაჩენის შემთხვევაში საკმაოდ რთულია მასთან ბრძოლა. კაკლის ბაქტერული ლაქიანობა დღემდე ითვლება ყველაზე დიდ პრობლემად მსოფლიო მასშტაბით.ამ დაავადების წინააღმდეგ, ყველაზე კარგი მოქმედების ეფექტით გამოირჩევა მსოფლიოში აღიარებული, ამერიკული წარმოების პრეპარატი „კოსაიდ 2000“ .
მოკლედ შევეხები ახალგაზრდა ნარგავების პრობლემებსაც. ამ შემთხვევაში ერთ- ერთი ძირითადი პრობლემა არის კვების და რწყვის არასწორი მენეჯმენტი რის შედეგადაც მწავალწლიან კულტურებში, 3-4 წლის ნარგავები გამოიყურებიან როგორც 1-2 წლის მცენარეები. ამ პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ კომპანია კარტლისის გამოცდილი გუნდი.
ნახეთ ვიდეო სიუჟეტი ჩვენს პარტნიორ ფერერზე: https://youtu.be/x3bJZIQCgy0
მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში
ძირზე 4 კილოგრამით გაზრდილი მოსავლიანობა კაკალში- უნიბროტის გამოყენების შედეგი
უნიბროტი - საუკეთესო სტიმულატორი უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად
თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ სტიმულატორები. სტიმულატორია პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს და აჩქარებს მცენარის განვითარებას, მოქმედებს მის კონკრეტულ ფუნქციაზე. მსოფლიო ბაზარზე შემოთავაზებულ სტიმულატორთა ასორტიმენტი საკმაოდ ფართეა და რა თქმა უნდა გამოყენებისას საჭიროებს სწორ შერჩევას.
ვაშლის მწარმოებელი ფერმერების 2022 წელი კარტლისთან ერთად
2022 წლის გაზაფხული უხვი ნალექით გამორჩეული, ზაფხულის მეორე ნახევარი კი გვალვიანი იყო. აღნიშნულმა კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო ქეცის, კალიფორნიის ფარიანისა და ტკიპების ძლიერ გავრცელებას. ბლის კულტურაში პროგრესირება განიცადა დაავადებებმა - კოკომიკოზმა, კლასტეროსპოროზმა, სიდამპლეებმა, რიგ ადგილებში კი გავრცელდა ალუბლის ლორწოიანი ხერხია, აღინიშნა მცენარეთა ხმობის შემთხვევები.
მესიმინდე ფერმერების 2022 წელი PIONEER-თან ერთად
2022 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მესიმინდე ფერმერებისთვის.
PIONEER-ის ჰიბრიდებმა ტრადიციულად საგრძნობი უპირატესობა აჩვენა სხვა კონკურენტ კომპანიების ჰიბრიდებთან, როგორც მოსავლის რაოდენობის, ასევე მარცვლის ხარისხთან მიმართებაში.
PIONEER-ის სათესლე მასალისათვის სტრესული მდგომარეობის, მავნებელ-დავადებების მიმართ დამახასიათებელი მაღალი მდგრადობის და შემოსული სიმინდის მარცვლის სწრაფი შრობის შედეგად, წლის ბოლოს ფერმერებმა მაღალი მოსავალი მიიღეს.
digital.cartlis.ge - ახალი პლატფორმა გამარტივებული სოფლის მეურნეობისთვის
მოცვი - სიახლეები და გამოწვევები, სალომე დოღონაძის ბლოგი
საქართველოში 2016 წლიდან ფართოდ დაიწყო ლურჯი მოცვის გაშენება,იმ დროისათვის ფერმერებს კულტურასთან დაკავშირებით ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. ჩვენი როლი, ანუ კომპანია „კარტლისის“ გამოწვევა იყო მაქსიმალურად კომპეტენტური რჩევები მიგვეცა ფერმერებისთვის, რათა მიეღოთ მაქსიმალურად უხვი და ხარისხიანი მოსავალი,რაც დააკმაყოფილებდა, როგორც ქართული ისე უცხოური ბაზრის მოთხოვნებს.
როგორ მოვაწყოთ სარწყავი სისტემა სწორად - რა უნდა ვიცოდეთ?
დღევანდელ სოფლის მეურნეობაში წარმოუდგენელია მრავალწლიანი ან თუნდაც
ერთწლიანი კულტურების გაშენება სარწყავი წყლის სისტემის გარეშე. მოსავლის
რაოდენობა და ხარისხი დამოკიდებულია როგორც სწორ კვებასა და წამლობაზე, ასევე
სწორად მიწოდებულ წყლის რაოდენობაზე. იმისთვის რომ მცენარემ არ მიიღოს სტრესი
და წყალი თანაბარად მიეწოდოს ყველა ნარგავს, საჭიროა სარწყავი სისტემის სწორი
პროექტირება და მონტაჟი.
სწორი პროექტირება იყოფა რამოდენიმე ეტაპად:
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო