ყვავილობა ყველა კულტურაში  უმნიშვნელოვანესი ეტაპია და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსავლის ხარიხსა და რაოდენობას. ამ სეზონზე კი ატამში სრული ყვავილობა გვაქვს, ეს ის ფაზაა, როდესაც პრობლემას მონილიოზი და კლასტეროსპოროზი გვიქმნის.

გავრცელებული ატმის დაავადება ფოთლის სიხუჭუჭეა, რომელიც გაზაფხულზე ჩნდება და ფოთლის ცვენასაც კი იწვევს ხშირად. ატმის სიხუჭუჭე საქართველოში ყველგანაა გავრცელებული,იწვევს ფოთლების ყლორტების და ზოგჯერ ნაყოფების დაზიანებასაც.

დააკვირდით

ფოთლის ფირფიტა ძარღვებს შორის დავადების გამო დიდდება, სქელდება და ხუჭუჭდება,დაავადებული ფოთოლი მოვარდისფერო და მოწითალოა, ძლიერი დაავადების დროს ფოთლები ცვივა და ხეები შიშვლდება.

დაავადება უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მიმდინარე ისე მომავალი წლის მოსავალზე, ფოთლის სიხუჭუჭის გამომწვევი სოკო ვითარდება დაავადებული ფოთლის ქვედა მხარეზე, სპორები ფოთლის ზედაპირზე გამოდიან და ფიფქისებრ ნაფენს ქმნიან.

დაავადებების წინააღმდეგ  კარტლისი  გთავაზობთ უნიკალურ პრეპარატებს, სასურველი შედეგის და მოსავლის მისაღებად.

ბრძოლის ღონისძიებები:

აპრილის შუა რიცხვებიდან ატამში ნაცარი იჩენს თავს, მაისის დასაწყიში კი დავადებული ფოთლების მოცილება და მათი განადგურება. ადრე გაზაფხულზე კვირტების დაბერვისთანავე სპილენძიანი პრეპარატის შესხურება როგორიცაა კუპროქსატი

ფობოსი- 600-700მლ 1ჰაზე (ნაცრის წინააღმდეგ)

ლანატი- 2-2,5ლ 1ჰაზე( ბუგრების წინააღმდეგ)

ათლეტი -300გ 1ჰა-ზე

 კოდადექსი- 50მლ 100ლ წყალზე (უნიკალური მიმწებებელი)

აღსანიშნავია, რომ ატამს არ უყვარს ქარიანი ადგილები და უმჯობესია, დარგვის დროს ეს გავითვალისწინოთ.

კარტლისის ფილიალები 

კარტლისის ატმის სქემა შიდა ქართლი

კარტლისის ატმის სქემა კახეთში

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us