საოცრად მსხმოიარე და გემრიელი მარწყვი, რომელიც კარტლისის კომპლექსური სასუქი 27-27-27 გროგრინ გელი ვეგეტაციის დამსახურება გახლავთ!

მონიტორინგის მიზნით კარტლისის სპეციალისტებმა მოინახულეს სასათბურე მეურნეობა ჩაქვში!

გროგრინ გელი გამოიყენება, ვეგეტაციის აქტიურ ფაზაში სტრესული გარემო პირობების შესარბილებლად და მაკრო და მიკრო ელემენტების დეფიციტის კორექციისთვის!

პრეპარატული ფორმა: გელი NPK კომპლექსური სასუქი 27-27-27 შეიცავს: B, Cu, Fe, Mn, Mo, Zn

გელი გროგრინ ვეგეტაცია - დაბალანსებული ფორმულა უზრუნველყოფს მცენარეს ვეგეტაციის პერიოდში ყველა აუცილებელი მაკრო- და მიკროელემენტით. ინტენსიურად გამოიყენება ყვავილობის წინა და ყვავილობის შემდგომ პერიოდებში. ხელს უწყობს ფოტოსინთეზის პროცესის გაძლიერებას და მცენარის ინტენსიურ ზრდას.

გამოიყენება შემდეგ კულტურებზე: პომიდორი, წიწაკა, კიტრი, ბადრიჯანი, კარტოფილი, საზამთრო, ნესვი, ვაზი, ვაშლი, ატამი, ციტრუსი, კივი, თხილი, ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა, ხახვი, ცერეცო, სალათი და სხვა.

გამოყენების ნორმა ფერტიგაციით: წვეთოვანი მორწყვის ან სარწყავ წყალში გახსნის შემთხვევაში გამოიყენება 0,5-1 კგ 1000 ლ წყალში. სასუქის ზუსტი რაოდენობა და დროში განაწილება დამოკიდებულია ნიადაგის ანალიზის, კულტურის და მისი განვითარების ფაზის მონაცემებზე. დეტალური რეკომენდაციისათვის მიმართეთ სპეციალისტს.

გამოყენების ნორმა ფოთლიდან: ფოთლიდან გამოკვების შემთხვევაში გამოიყენება 0,5-0,75 %-იანი ხსნარი (0,5-0,75 კგ 100 ლიტრ წყალში). სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: 200 600 ლ/ჰა, გამომდინარე კულტურიდან და მისი განვითარების ფაზიდან. არ გამოიყენოთ 0,75 %-იანზე მაღალი კონცენტრაციის ხსნარი.

სხვა სიახლეები

24-25 ნოემბერს, კომპანია “კარტლისის” მხარდაჭერით საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია  გაიმართა.კონფერენციას აღნიშნულ სფეროში მომუშავე 400-მდე მცირე და მსხვილი ფერმერი ესწრებოდა. ღონისძიებაზე ასოციაციის ერთი წლის ანგარიში მოისმინეს. საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებს,  რომელიც თხილის სექტორში დასაქმებულებს გააჩნიათ.

კომპანია “კარტლისის” და ამერიკული კომპანია “Dupont”-ის ინიციატივით, საქართველოს, 14 ივლისს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, მაგარაჩის მევენახეობისა და მეხილეობის ნაციონალური, სასწავლო-კვლევითი ინტიტუტის პროფესორი, ელენა სტრანიჩევსკაია ეწვია. პროფესორი ადგილზე გაეცნო მევენახე-ფერმერების პრობლემებს, რის შემდეგაც, მათ თავისი დიდი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. 15 ივლისს კი ელენა სტრანიჩევსკაიამ გორში სემინარი გამართა. როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

ყვარლის რაიონში, 50 ჰექტარ მიწის ფართობზე დამონტაჟდა პივოტური სარწყავი სისტემა. კონსტრუქციისთვის და ძრავისთვის გამოყენებულია ესპანეთის და აშშ-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე, გამძლე, ხარისხიანი მასალა და მექანიზმები.  თანამედროვე, პივოტური სარწყავი სისტემა გამოიყენება მარცვლეულ კულტურაში და საშუალებას იძლევა თანაბრად, ერთგვაროვნად მოვრწყათ ფართობი, ვმართოთ მორწყვის პროცესი და შესაბამისად პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა.

გორში, სოფელ კარალეთში, 2015 წლის 1 თებერვლიდან, ფერმერებს კომპანია კარტლისის ახალი სერვის ცენტრი ემსახურება. გორის სერვის ცენტრმა, გახსნიდან საკმაოდ მოკლე დროში, დიდი ნდობა და პოპულარობა მოიპოვა ფერმერებში. ცენტრში დასაქმებული კვალიფიციური პერსონალი, სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ფერმერებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს.

2014 წლის სექტემბერში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ქვიტირში ფერმერთა მომსახურეობის ახალი ცენტრი გაიხსნა. ამ ცენტრის დანიშნულებაა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონების ფერმერებისათვის გახადოს ხელმისაწვდომი არამარტო უმაღლესი ხარისხის მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და სათესლე მასალა, არამედ დაეხმაროს მათ სოფლის მეურნეობაში მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.

კომპანია „კარტლისმა“ გარდაბანის რაიონის სოფელ სართიჭალაში ამერიკული კოპანია „პიონერი“-ს წარმოების ჰიბრიდული სიმინდის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა.

ახალგაზრდა ფერმერებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით, კომპანია “კარტლის“-სა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 5 ნოემბერს მემორანდუმი გაფორმდა.

“გახდი ფერმერი”- ამ პროექტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საპატრიარქოსა და “კარტლისის” წარმომადგენლებმა ხელის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში მოაწერს. ღონისძიებას ახალგაზრდა ფერმერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომპანია „აგროუ“-მ  ბოლნისის რაონში ხახვის უხვი მოსავალი მიიღო. მოსავალმა საადრეო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 50 ტონა, ხოლო საგვიანო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 77 ტონა შეადგინა.კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, მათ კომპანია „კარტლისის“ მიერ მოწოდებული სათესლე მასალა ჰქონდათ გამოყენებული, მათ შორის ისეთი ჯიშები როგორებიცაა: დაიტონა, მანასი (Bejo) და ჰელენასი (ENZA). კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხარისხიანმა სათესლე მასალამ და „კარტლისის“ მიერ გაწეულმა  კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო და ცუდმა კლიმატურმა პირობებმა მოსავალზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us