ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ვაზი და საქართველო ესაა კავშირი, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს.
ქართული ღვინო ჩვენთვის ხომ მხოლოდ სასმელი არაა და მას საქართველოში სხვა დატვირთვა აქვს ეს ჭეშმარიტი ხელოვნებაა, რომლის მოვლა/მოყვანის ტექნოლოგია გადაეცემა თაობიდან თაობას.

კომპანია კარტლისი მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს! ამჯერად კი თემაზე:

ვაზის დაცვის დანამედროვე ტექნოლოგიები!

აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოში არსებული მოქმედი ღვინის ქარხნის წარმომადგენლები და ასევე მაღალჰექტრიანი მევენახეები.

 სპეციალური მოწვევით სტუმრად ჩამოვიდა კომპანია კარტლისის პარტნიორი კომპანია #კორტევასაფრანგეთი #ორტევაუკრაინა, რომელმაც წარადგინა უნიკალური ფუნგიციდი #ზორვეკი იგი ცნობილია სლოგანით - პრეპარატი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს!

 ზორვეკ ვინაბელი უზრუნველყოფს ჭრაქისა და ფიტოფოროზის შეუდარებელ კონტროლს, რაც საშუალებას იძლევა ყოველ წელს გვქონდეს ჯანსაღი მცენარე, მიუხედავად კლიმატური მოწვევებისა. მან უვკე მსოფლიოს გარშემო უმაღლესი ხარისხის სახელი დაიმკვიდრა და ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა.

პრეზენტაცია დასრულდა საზეიმო გალა ვახშამით, რომელსაც უძღვებოდა მსახიობი #ვანოიანტბელიძე და მუსიკალური გაფორმება #თეატრალურისკვარტეტი.
 

სხვა სიახლეები

დღეს დიდი პარასკევია, წითლად შეღებილი კვერცხი კი, ქრისტეს აღდგომის მთავარი სიმბოლო გახლავთ!

საქართველოში, ყველაზე მეტად გავრცელებულია შეღებვა ენდროს ფესვების გამოყენებით, რომელიც მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა და მისი სამშობლო ხმელთაშუაზღვისპირეთია, გვარში გაერთიანებულია 130-მდე სახეობა, ხოლო საქართველოში გვხდება სამი სახეობა!

ის იზრდება მთის ფერდობებზე, ის იზრდება თითქმის ყველა სახის ნიადაგზე, აქვს სუსტი, წვრილი, ბღაუჭა, მცოცავი ღეროები, რომელთა სიგრძე რამდენიმე მეტრს აღწევს. მთავარი ფესვი კი, საკმაოდ ძლიერია, სიღრმეში დატოტვილი!

კარტლისის აკადემიის ტრენინგებს დიდი გამოხმაურება აქვს, რომელიც პირველი უპრეცედენტო პროექტი გახლავთ, მიზნად ისახავს ფერმერების ცნობიერების ამაღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში!

სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ მას უკვე აქვს საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა და კიდევ ერთი ძლიერი პარტნიორი შეემატა, საერთაშორისო დონის ორგანიზაცია როგორიცაა: ,,Delphy International”.

ფერმერებს კარტლისის აკადემიაში სრულიად უანგაროდ იღებენ ცოდნას და ეუფლებიან თანამედროვე მიდგომებსა და გამოცდილებებს.

დღეს გორში, კარტლისის ფილიალს ნიდერლანდების ელჩი სტუმრობდა, სადაც შეხვდა სანერგე მეურნეობის ტრენინგების პროექტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს!

პროექტი ნიდერლანდების მიერაა მხარდაჭერილი და ხორციელდება ნიდერლანდების სააგენტო RVO და USAID-ის, ნიდერლანდური ორგანიზაცია დელფისა და ადგილობრივ კომპანია კარტლისის პარტნიორობით!

პროექტის მიზანია მდგრადი და პროდუქტიული მებაღეობის ხელშეწყობა და პირველადი წარმოების ეფექტურობის გაზრდა სანერგე მეურნეობებში დასაქმებულთა გადამზადების გზით.

ნემატოდების უმეტესობა უპირატესად აზიანებს მცენარის მთავარ ფესვებს,  რაც ხელს უწყობს მათში პათოგენური ორგანიზმების შეღწევას, ისინი მცენარეში გამოყოფენ სპეციფიკურ ფერმენტებს, რისი ზემოქმედებით ფესვები დიდდება, დეფორმირდება და წარმოიქმნება გალები, რასაც შემდგომ ფესვთა სისტემის  დაშლა და მცენარის დაღუპვა მოსდევს.

ნემატოდები  მრავლდებიან კვერცხით, რომელსაც მდედრი  დებს სუბსტრატზე ან გალში კვერცხის დების პროცესი მიმდინარეობს  14-15 გრადუსი ტემპერატურის პირობებში. ნემატოდას შეიძლება ჰქონდეს 1-5 თაობამდე.

ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება, ვენახის ხარისხს კი კარტლისის სპეციალისტები და პრეპარატები ქმნის!

მცენარეთა დაცვის გარეშე შეუძლებელია უხვი, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღება!

კარტლისის ძირითადი ამოცანაა, მოსავლის დანაკარგის შემცირება ან მთლიანად ლიკვიდაცია, რომელიც გამოწვეულია მავნებლების, დაავადებებისა და სარეველებისაგან!

ყვავილობა ყველა კულტურაში  უმნიშვნელოვანესი ეტაპია და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსავლის ხარიხსა და რაოდენობას. ამ სეზონზე კი ატამში სრული ყვავილობა გვაქვს, ეს ის ფაზაა, როდესაც პრობლემას მონილიოზი და კლასტეროსპოროზი გვიქმნის.

გავრცელებული ატმის დაავადება ფოთლის სიხუჭუჭეა, რომელიც გაზაფხულზე ჩნდება და ფოთლის ცვენასაც კი იწვევს ხშირად. ატმის სიხუჭუჭე საქართველოში ყველგანაა გავრცელებული,იწვევს ფოთლების ყლორტების და ზოგჯერ ნაყოფების დაზიანებასაც.

დააკვირდით

ხშირად, მოსავლის აღებამდე, მედიით ვრცელდება ხოლმე დასეტყვილი ვენახის ან სხვა სტიქიური მოვლენისგან განადგურებული ნარგავების კადრები, რომელიც უდიდესი ზარალია თავდაპირველად ფერმერისთვის, ხოლო შემდეგ ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ფერმერებს მოსავლის მოსაყვანად დიდი ხარჯების გაღება უწევთ, დაწყებული ტექნიკიდან, დასრულებული შეწამვლის ხარჯებით. ის შემოსავალი კი, რაც თავიანთი ნამუშევრიდან უნდა მიიღონ, სამწუხაროდ, წყალში ეყრებათ.

სტიქიური მოვლენებისგან თავის არიდება რთულია, თუმცა შესაძლებელია, მათგან მიღებული ზარალის შემცირება.

დღეისათვის საქართველოს მასშტაბით, კარტლისის აკადემიაში სრულიად უანგაროდ გადამზადებულია 4000-ზე მეტი ფერმერი სხვადასხვა მიმართულებით.

მაგალითად – ბოსტნეული კულტურები; მოცვი; ვენახი. იმერეთი: ვენახი, ბოსტნეული, მოცვი. სამეგრელო: მოცვი, ბოსტნეული. თბილისი: ბოსტნეული.

10 მარტიდან კი, რეგიონების მიხედვით სრულიად უანგაროდ გაგიზიარებთ, ჩვენ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე აკადემია ჩატარდება ყველა წესების დაცვით, გარე სივრცეში!

თითოეულ ჯგუფში ტარდება 5 ლექცია, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us