ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება, ვენახის ხარისხს კი კარტლისის სპეციალისტები და პრეპარატები ქმნის!

მცენარეთა დაცვის გარეშე შეუძლებელია უხვი, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღება.

კომპანიის ძირითადი ამოცანაა მოსავლის დანაკარგის შემცირება ან მთლიანად ლიკვიდაცია, რომელიც გამოწვეულია მავნებლების, დაავადებებისა და სარეველებისაგან.

ვენახში კვირტის გახსნა აქტიურ ფაზაში შედის, ამ დროს კი ისევ და ისევ აქტუალურია ტკიპებზე წამლობა:  ცრუფარაიანას და კვირტიჭამიას  შემდეგ ვაზს ერთ კვირაში უკვე ტკიპა შეუქმნის საფრთხეს. ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა გაზაფხულზე ახლად გაშლილ კვირტებს აზიანებს, ამიტომ კვირტები სრულად რომ დაიბერებიან, აუცილებელია ტკიპის წინააღმდეგ წამლობის ჩატარება.

წამლობა:

მავნებელზე კომპანია კარტლის გააჩნია ახალი, უნიკალური პრეპარატი კრაფტი, რომელსაც აკარაციდულ მოქმედებასთან ერთად ინსექტიციდური მოქმედებაც ახასიათებს, ანუ მოქმედებს როგორც ტკიპაზე, ასევე კვირტის ჭიაზე!

სიპკამოლი -ზეთოვანი პრეპარატი, რომლიც საიმედოდ იცავს ვაზს მოზამთრე ფაზის ცრუფარიანისგან!

ნურელდე - ახლად გამონასკვულ კვირტებს იცავს კვირტიჭამიასგან!

ორტუსი - მავნებლის წინააღმდეგ!

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us