კომპანია კარტლისი მუდმივად ზრუნავს აგროსფეროს განვითარებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვაზე.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მომავლისთვის უამრავ სიახლეს გეგმავენ, რაც ძალიან გაუმარტივებთ ფერმერებს მუშაობას და მაქსიმალურად მოკლე დროში მიაღწევინებს წარმატებას საკუთარ საქმიანობაში.
დღეს გვინდა გაგაცნოთ კარტლისის პრეპარატს „მიცუი ქემიკალ აგროს“ იაპონური პრეპარატი „სტარკლი“, ინსექტიციდი, რომელიც იდეალურია სხვადასხვა მავნებლებთან საბრძოლველად.
პრეპარატი სტარკლი გამოიყენება შემდეგ კულტურებში: ვაშლი, ატამი, ციტრუსი, კივი, თხილი, პომიდორი, კიტრი, საზამთრო, სიმინდი, ვაზი.
მწარმოებელთა განცხადებით სტარკლი მიეკუთვნება ნეონიკოტინოიდური ჯგუფის ინსექტიციდების მესამე თაობას და წარმოადგენს უაღრესად მაღალეფექტურ სისტემურ ინსექტიციდს მავნებლების ფართო სპექტრის წინააღმდეგ საბრძოლველად და განსაკუთრებით ეფექტურია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ.
ახასიათებს ტრანსლამინარული მოქმედება და ძლიერი მედეგობა წვიმით ჩამორეცხვისადმი. დამუშავებიდან 3 საათის შემდეგ მოსული წვიმა არ ამცირებს პრეპარატის ეფექტურობას. ხასიათდება ხანგრძლივი დაცვითი მოქმედებით.
სტარკლი ავლენს მაღალ ეფექტურობას აზიური ფაროსანას, ფრთათეთრას, ცრუფარიანების, ბუგრების, ჩრჩილების, ნაყოფჭამიების, თრიფსების, კოლორდოს ხოჭოს და მრავალი სხვა მავნებლების წინააღმდეგ.
კარტლისი პრეპარატ „სტარკლს“ რამდენიმე წლის გაანმავლობაში ცდიდა და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ერთ-ერთი საუკეთსო პრეპარატია დღესდღეობით ფასოსანასთან საბრძოლველად, მისი განცხადებით გამოყენების შემდეგ მიიღეს 99% იანი დაცვა ფაროსანას მავნეობისაგან.
იხ. მბული სტარკლი