კომპანია ,,კარტლისი’’  23 წელზე საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, მისი მოღვაწეობის სფერო სოფლის მეურნეობა გახლავთ. კომპანიის სახელი ფერმერებში ასოცირდება ნდობასთან და ხარისხიან პროდუქციასთან, მისი პარტნიორები არიან მსოფლიოში  წამყვანი ევროპული და ამერიკული სოფლის  მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლები.

,,კარტლისი მუდმივად ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და სთავაზობს ფერმერებს მცენარის მოვლის უტყუარ სქემებს, რათა  ფერმერული მეურნეობა  საქართველოში იყოს უფრო რენტაბელური და წარმატებული.

ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საუძველზე 2017 წელს შეიქმნა ,,კარტლის აკადემია,  ეს გახლავთ პირველი ინოვაციური და უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მიზნად ემსახურება ფერმერთა ცნობიერების ამღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში.

დღეისათვის საქართველოს მასშტაბით,   კარტლისის აკადემიაში სრულიად უანგაროდ  გადამზადებულია 4000-ზე მეტი ფერმერი სხვადასხვა მიმართულებით:

  • ბოსტნეული კულტურები
  •  
  • თხილი
  • ციტრუსი
  • კენკროვანი კულტურები
  • ხეხილი
  • ვენახი

თითოეულ ჯგუფში ტარდება ოთხი ლექცია და ერთი პრაქტიკული მეცადინეობა. ლექციები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

1.მცენარის გამოკვება

2.მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა

3.სარწყავი სისტემის ტიპები და მათი მნიშვნელობა

4.მცენარეთა მოვლის სქემების განხილვა,  ხარჯთაღრიცხვა,  კულტურათა დივერსიფიცირების პრობლემები.

5. პრაქტიკული მეცადინეობა, სადაც ფერმერებს საშუალება აქვთ ადგილზე მოახდინონ პრობლემების იდენტიფიცირება.    (მავნებელ-დაავადების  სიმპტომებისა  და საკვები ელემენტების დეფიციტით გამოწვეული ნიშნების გარჩევა)

აქვე გვინდა დავაანონსოთ,  რომ წელს 8 ივნისიდან პირველად ჩატარდება აკადემიის ლექციები  აჭარის რეგიონში, ბოსტნეული კულტურების მომყვანი ფერმერებისათვის, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა, დაეუფლოთ ახალ ტექნოლოგიებს და გახადოთ თქვენი მეურნეობა უფრო წარმატებული.

ჯგუფებში ჩასაწერად დაგვიკავშირდით :

 სალომე დოღონაძე  598808708

ლელა გვასალია, კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელი: 599037703

სხვა სიახლეები

როგორ მოვაწყოთ სარწყავი სისტემა სწორად - რა უნდა ვიცოდეთ?

დღევანდელ სოფლის მეურნეობაში წარმოუდგენელია მრავალწლიანი ან თუნდაც
ერთწლიანი კულტურების გაშენება სარწყავი წყლის სისტემის გარეშე. მოსავლის
რაოდენობა და ხარისხი დამოკიდებულია როგორც სწორ კვებასა და წამლობაზე, ასევე
სწორად მიწოდებულ წყლის რაოდენობაზე. იმისთვის რომ მცენარემ არ მიიღოს სტრესი
და წყალი თანაბარად მიეწოდოს ყველა ნარგავს, საჭიროა სარწყავი სისტემის სწორი
პროექტირება და მონტაჟი.

სწორი პროექტირება იყოფა რამოდენიმე ეტაპად:

ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება, მის ხარისხზე კი კომპანია კარტლისი ზრუნავს, რომელიც მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს.
 

სიმინდის მოვლა-მოყვანის აუცილებელი კომპონენტი

კალციუმის როლი მოცვის კვებაში

 

ნიადაგის მომზადება საგაზაფხულოდ უფრო მეტი მოსავლის მისაღებად !

 

პომიდორის ახალი სელექცია კარტლისისგან

                           

 

კარტლისი აგრძელებს სათესლე მასალის განახლებისა და მრავალფეროვნების გაზრდის პროცესს, ამჯერად ჩვენს ფილიალებში ჰოლანდიური წარმოების enza zaden-ის მიერ მოწოდებულ სათესლე მასალას Pinkjain F1-ს წარმოგიდგენთ.

Pinkjain F1-ი დეტერმინანტული, ვარდისფერი პომიდვრის სელექციაა, რომელიც მხოლოდ კარტლისის ფილიალებში შეგხვდებათ. პომიდვრის ახალ სელექციას გამორჩეული სავეგეტაციო და გემოვნური მახასიათებლები აქვს.

ნიადაგის, ფოთლისა და ნაყოფის ანალიზი - ხარჯების და მოსავლის ეფექტური კონტროლისთვის

ყველა ფერმერის მიზანს  მაღალი მოსავლის მიღება წარმოადგენს, ამისათვის კი სხვადასხვა ტიპის სასუქების გამოყენებას მიმართავენ.  მცენარეთა კვებისათვის მნიშვნელოვანია მცენარის მოთხოვნის დაკმაყოფილება საკვებ ელემენტებზე, მაგრამ ჩნდება კითხვა თუ რას წარმოადგენს ეს მოთხოვნა და როგორ მივხვდეთ სწორად ვურჩევთ თუ არა სასუქებს?

ძლიერი ფესვთა სისტემა, ძლიერი მცენარის საწყისია - კარტლისის რჩევა ფერმერებს

მცენარის ჯანმრთელობა და სიძლიერე მისი ფესვთა სისტემიდან იწყება, რადგან სწორედ ფესვთა სისტემის საშუალებით ითვისებს მცენარე საკვებ ელემენტებსა და წყალს. შესაბამისად მცენარის დარგვიდან ადრეულ პერიოდში აგრონომები ორიენტერებულნი არიან ვრცელი, ჯანსაღი ფესვთა სისტემის წარმოქმნაზე.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us