კარტლისის აკადემია გახლავთ, პირველი ინოვაციური და უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში!
აკადემიაში დღემდე გადამზადებულია 4000-მდე ფერმერი, სრულიად უანგაროდ სხვადასხვა მიმართულებით!
კარტლისის აკადემიის მორიგი შეხვედრა ქ.ქუთაისის კარტლისის ფილიალში გაიმართა, სადაც ძირითადი თემა გახლდათ:
„ბოსტნეული კულტურის ასორტიმენტი ღია და დახურული გრუნტისათვის და მათი მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები“.
შეხვედრაზე ბოსტნეულის მომყვან ფერმერებს დარგის სიახლეების შესახებ ინფორმაცია კარტლისის სპეციალისტებმა გააცნეს.
ფერმერებისგან სიახლეების მიმართ ძალიან დიდი დაინტერესება იგრძნობოდა, ამიტომ კომპანია კარტლისმა თოთოეულ მათგანს საჩუქრად გადასცა ჰოლანდიური კომპანია "ენზა ზადენის" ბოსტნეულის სათესლე მასალა, რათა მათ შეძლონ და თავიანთ ფართობებში გამოსცადონ ეს სიახლეები.
კარტლისის აკადემიის სემინარები უკვე მეორე წელია წარმატებით მიმდინარეობს. ფერმერებმა ძალიან კარგად აითვისეს ყველა სიახლე და ნელ-ნელა ცვლიან თავიანთ მეურნეობებში კულტურებს, ამრავალფეროვნებენ თავის პროდუქციას, რათა ბაზრისთვის მათ მიერ შეთავაზებული პროდუქტი იყოს ყოველთვის საინტერესო.
დასავლეთ საქართველოში ბოსტნეული კულტურების მრავალფეროვანი ასორტიმენტის დანერგვაში კომპანია კარტლისს დიდი წვლილი მიუძღვის. იმ ფერმერებმა, რომლებსაც აქამდე მხოლოდ ერთი კულტურა მოყავდათ, გაბედეს სიახლეების გამოცდა და ჩვენი მხარდაჭერით ნახეს ახალი კულტურების მოყვანით მიღებული სარგებელი, ასევე ის შედეგები, რომლის მიხედვითაც ბევრად უფრო მარტივია, დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა.
სემინარის ფარგლებში ფერმერები ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ ერთ-ერთ წარმატებულ მეურნეობას. შეხვედრას ესწრებოდა 45 ფერმერი და ვინაიდან სემინარს დიდი გამოხმაურება მოყვა, მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლოდაც დაიგეგმა.
უკვე 20 წელია კომპანია კარტლისი საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს , დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ მოგვცა შესაძლებლობა კარტლისის ბაზაზე 2017 წელს შექმნილიყო კარტლისის აკადემია.
კარტლისის აკადემიაში დღემდე ქვეყნის მასშტაბით გადამზადდა 1500 მდე ფერმერი სხვადასხვა მიმართულებით!
კომპანიის მიზანია ფერმერს ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა, ფლობდეს ახალ ტექნოლოგიებს, რომ მისი მეურნეობა იყოს უფრო რენტაბელური და ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი ფერმერი.
კომპანია ითვალისწინებს მომზადების ახალ ფორმატს:
→ გამოცდილი მიდგომები;
→ ოპტიმალური სქემის შერჩევა;
→ სეზონის განმავლობაში საჭირო ქმედებების დაგეგმვა;
→ ფინანსური სქემების ოპტიმიზაცია.
კარტლისის აკადემია გახლავთ, პირველი ინოვაციური და უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში!
აკადემიაში დღემდე გადამზადებულია 4000-მდე ფერმერი, სრულიად უანგაროდ სხვადასხვა მიმართულებით!
ალბათ გაინტერესებთ, თუ საიდან ემართება მცენარეს ქეცი, რომელიც საშიში დაავადებაა. დაავადების გამომწვევი იზამთრებს დაავადებულ ფოთლებში და ტოტებში. იგი ვრცელდება ძირითადად ქარის, წყლის წვეთების და სხვადასხვა სახეობის მწერების საშუალებით.
ფოთლებზე დაავადება ძირითადად მოყვითალოა, შემდეგ კი მუქდება და წენგოსფერი ხავერდოვანი ფიფქით, სოკოს ნაყოფიანობით იფარება.
კომპანია კარტლისი წარმოგიდგენთ ბელგიური კომპანია,"ლიმას" წარმოებულ ინოვაციურ სასუქს გროგრინ ვეგეტაციას. იგი ხელს უწყობს მცენარის ინტენსიურ ზრდას და ვეგეტატიური ნაწილის გაძლიერებას.
ტრადიციული სასუქებისგან განსხვავებული სტუქტურა და უნიკალური ფორმულაცია გვაძლევს საუკეთესო შედეგის გარანტიას. გროგინ ვეგეტაცია გამოიყენება მცენარის გამოსაკვებად, როგორც ფოთლიდან, ასევე წვეთოვანი მორწყვის საშუალებით (ფერტიგაციით).
გროგირნ ვეგეტაციაში დაბალანსებული ფორმულა ძირითადი ელემენტების მაღალი შემცველობით უზრუნველყოფს მცენარეს ვეგეტაციის პერიოდში ყველა აუცილებელი მაკრო და მიკროელემენტებით.
კომპანია “კარტლისი” გთავაზობთ თხილის დაცვის სქემას.
გაითვალისწინეთ, რომ სქემა ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს.
კარტლისი გთავაზობთ ესპანური ბრენდ „CODA”-ს მიერ წარმოებულ ბიო სასუქებს: კოდაჰუმუს 20, კოდაქველი, კოდამინ მიკრორადიკულარი.
აღნიშნული პრეპარატები გამოიყენება არის შესაძლებელი სხვადასხვა დანიშნულებით ორგანულ მიწათმოქმედებაში.
კოდაჰუმუს 20 – 22.8% ორგ (11.3% ჰუმინური მჟავები + 11.5% ფულვო მჟავები) + 3.6% K2O (წ/მ)
ნიადაგში შესატანი პრეპარატი წარმოადგენს ორგანულ თხევად კორექტორს ჰუმინური ექსტრაქტის ფუძეზე. მიღებულია ლეონარდიტისა და ფულვო მჟავებისაგან.
როდის გამოიყენება?
სწორად დაბალანსებული საკვები კარგად ზრდის მცენარეს, მის ფოთლოვან მასას, რომელიც განაპირობებს მცენარის სიძლიერეს!
კომპანია კარტლისი გაგაცნობთ უმაღლესი ხარისხის ესპანური კომპანია CODA-ს მიერ წარმოებულ სტიმულატორს.
კოდაფოლი k35 მჟავა 35% K2O (წ/მ) პრეპარატი, რომელიც წარმოადგენს ფოთლიდან შესატან სასუქს კალიუმის მაღალი შემცველობით.
როდის გამოიყნება?
კომპანია „კარტლისმა“ COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანა!
კარტლის აგროსისტემები ქართულ ბაზარზე უკვე 23 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს!
სატაცური (Asparagus) ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო მრავალწლიანი ბოსტნეული კულტურაა. თუ ადრე ძნელად ხელმისაწვდომ დელიკატესად მიიჩნეოდა, დღეს მისი მოყვანა უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი.
ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად კარტლისში უკვე გექნებათ საშუალება შეიძინოთ სატაცურის თესლი, სადაც სპეციალისტებისა და კარტლისის აკადემიის დახმარებით შეძლებთ, სატაცურის მოვლა-მოყვანა წარმატებულ ბიზნესად აქციოთ!
On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building, “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia