კარტლისის აკადემიის მორიგი შეხვედრა ქ.ქუთაისის კარტლისის ფილიალში გაიმართა, სადაც ძირითადი თემა გახლდათ:
„ბოსტნეული კულტურის ასორტიმენტი ღია და დახურული გრუნტისათვის და მათი მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები“.
შეხვედრაზე ბოსტნეულის მომყვან ფერმერებს დარგის სიახლეების შესახებ ინფორმაცია კარტლისის სპეციალისტებმა გააცნეს.
ფერმერებისგან სიახლეების მიმართ ძალიან დიდი დაინტერესება იგრძნობოდა, ამიტომ კომპანია კარტლისმა თოთოეულ მათგანს საჩუქრად გადასცა ჰოლანდიური კომპანია "ენზა ზადენის" ბოსტნეულის სათესლე მასალა, რათა მათ შეძლონ და თავიანთ ფართობებში გამოსცადონ ეს სიახლეები.
კარტლისის აკადემიის სემინარები უკვე მეორე წელია წარმატებით მიმდინარეობს. ფერმერებმა ძალიან კარგად აითვისეს ყველა სიახლე და ნელ-ნელა ცვლიან თავიანთ მეურნეობებში კულტურებს, ამრავალფეროვნებენ თავის პროდუქციას, რათა ბაზრისთვის მათ მიერ შეთავაზებული პროდუქტი იყოს ყოველთვის საინტერესო.
დასავლეთ საქართველოში ბოსტნეული კულტურების მრავალფეროვანი ასორტიმენტის დანერგვაში კომპანია კარტლისს დიდი წვლილი მიუძღვის. იმ ფერმერებმა, რომლებსაც აქამდე მხოლოდ ერთი კულტურა მოყავდათ, გაბედეს სიახლეების გამოცდა და ჩვენი მხარდაჭერით ნახეს ახალი კულტურების მოყვანით მიღებული სარგებელი, ასევე ის შედეგები, რომლის მიხედვითაც ბევრად უფრო მარტივია, დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა.
სემინარის ფარგლებში ფერმერები ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ ერთ-ერთ წარმატებულ მეურნეობას. შეხვედრას ესწრებოდა 45 ფერმერი და ვინაიდან სემინარს დიდი გამოხმაურება მოყვა, მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლოდაც დაიგეგმა.
უკვე 20 წელია კომპანია კარტლისი საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს , დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ მოგვცა შესაძლებლობა კარტლისის ბაზაზე 2017 წელს შექმნილიყო კარტლისის აკადემია.
კარტლისის აკადემიაში დღემდე ქვეყნის მასშტაბით გადამზადდა 1500 მდე ფერმერი სხვადასხვა მიმართულებით!
კომპანიის მიზანია ფერმერს ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა, ფლობდეს ახალ ტექნოლოგიებს, რომ მისი მეურნეობა იყოს უფრო რენტაბელური და ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი ფერმერი.
კომპანია ითვალისწინებს მომზადების ახალ ფორმატს:
→ გამოცდილი მიდგომები;
→ ოპტიმალური სქემის შერჩევა;
→ სეზონის განმავლობაში საჭირო ქმედებების დაგეგმვა;
→ ფინანსური სქემების ოპტიმიზაცია.