კარტლისის უნიკალურმა ესპანურმა ბიო (ორგანული) სტიმულატორებმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წარვუდგინეთ ქართველ ფერმერებს, დიდი მოწონება დაიმსახურა!

კარტლისი ქართულ ბაზარზე მრავალი წელია ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეხმარება ფერმერებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში კარტლისის აკადემიის სახით და სთავაზობს ხარისხიან პროდუქციას!

კოდას მიმართულება სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოიყენება საჭიროების მიხედვით:

ნაყოფის ყვავილობის და ზრდის ჩამოყალიბების პერიოდში;

ხელს უწყობს მცენარის ნაყოფის გამსხვილებას;

საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად დიდი და სასურველი ფორმის ნაყოფები მივიღოთ ერთდროულად, რაც მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს.

იხილეთ კოდას კატალოგი, აირჩიე სასურველი პროდუქცია - იხ.ბმული

კომპანია კარტლისი, რომელიც წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის სფეროში ფართო ასორტიმენტით: მცენარეთა დაცვის საშუალებებით, სასუქებით, სათესლე მასალითა და სარწყავი სისტემებით.

ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეხმარება ფერმერებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში კარტლისის აკადემიისა და მუდმივად განახლებადი პროდუქციის სახით.

სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ გააცნო ქართველ ფერმერებს უმაღლესი ხარისხის ესპანური კომპანია CODA-ს მიერ წარმოებული სტიმულატორები.

როგორც ხარისხიანი პროდუქციის მომწოდებელმა ამ შემთხვევაშიც ნდობა გაამართლა და ფერმერებმა გამოსცადეს ახალი პროდუქცია, შედეგმაც არ დააყოვნა და მომავალი სეზონიდან გადაწყვიტეს უფრო აქტიურად გამოიყენონ კოდას მიერ წარმოებული სტიმულატორები, სხვადასხვა კულტურაში.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეა შემდეგმა პროდუქტებმა:

ფრუტმაქსი 10 - სპეციალურად შექმნილი იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ნაყოფის ყვავილობის და ზრდის ჩამოყალიბების პერიოდში, რადგანაც ხელს უწყობს მცენარის ნაყოფის გამსხვილებას და საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად დიდი და სასურველი ფორმის ნაყოფები მივიღოთ ერთდროულად, რაც მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს.

კოდამინ 150 -ნაყოფის განვითარებისთვის რომლებიც საშუალებას გვაძლევს, რომ მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი და ხარისხიანი მოსავალი, ნებისმიერ კულტურაში, ეხმარება ნაყოფს ადრეულ მოსავლიანობაში, რათა მოხდეს კერძოდ ვაზში შაქრის 1-2% მეტობა და ნაყოფის ზომის ზრდა,ასევე პომიდორში ჯანსაღი ფერის მიცემა ნაყოფისათვის საშუალოდ 1 კვირით ადრე) რადგანაც ისინი რეზისტენტულს ხდიან მცენარეს სტრესული მდგომარეობის მიმართ. მცენარეს აქვს საშუალება სწრაფად მიიღოს საჭირო ენერგია და გამოვიდეს სტრესული მდგომარეობიდან.

კოდაფოლი K35 მჟავა- წყალში სრულად ხსნადი თხევადი სასუქი, კალიუმის მაღალი შემცველობით. შექმნილია ფოთლიდან კვებისათვის და ზოგიერთ შემთხვევაში ფესვიდან გამოკვებისთვისაც. განსაკუთრებით მოსავლის აღების წინ, რათა მოხდეს ნაყოფის ხარისხის გაუმჯობესება, შაქრის შემცველობის და ნაყოფის ზომის ზრდა და ასევე ჯანსაღი ფერის მიცემა ნაყოფისათვის.

კოდასულ pH - შემამჟავებელი ეფექტის მქონე პრეპარატები,რომელსაც გააჩნია რამდენიმე სასარგებლო ფუნქცია: წყალში კარბონატებისა და ბიკარბონატების განეიტრალება, pH-ის რეგულირება, ნიადაგში წვეთოვანი წყლით დასველებული არეალის დროებით შემჟავება, რათა ფესვთა სისტემის მიერ ათვისებულ იქნას დაბლოკილი საკვები ელემენტები, აღნიშნული აქტუალურია ტუტე ნიადაგებისთვის,რაც მრავალად არის წარმოდგენილი კახეთის რეგიონში.

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us