კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

“სულ, ჩვენს საცდელ ნაკვეთებში დმანისსა და ახალქალაქში წელს გამოცდაში გვქონდა 15 ახალი HZPC-ის 9 და Stet Holland-ის 6 ჯიში. განსაკუთრებით კარგი შედეგები კი აჩვენენეს ჯიშებმა: სილვანამ, ფაბულამ, კარერამ და კარლიტამ. ასევე წარმატებულ ჯიშებს შორის არის ჯიში “ინოვატორი”, რომელსაც უპირატესობას  მთელ მსოფლიოში რესტორნების ქსელი “მაკდონალდსი” ანიჭებს. საუკეთესო მაჩვენებელი, რაც ამ საცდელი თესვისას იქნა მიღწეული სილვანას და ფაბულას ჯიშებს ეხება და  42-46 ტონაა ერთ ჰექტარზე. ჩვენ ყოველწლიურად ვცდით ახალ-ახალ ჯიშებს და მუდმივად ვთავაზობთ ბაზარს სიახლეებს,”-აცხადებს კომპანია “კარტლისი”–ს დირექტორი რობერტ რევია.

მისივე განცხადებით, საქართველოში კარტოფილის სათესლე მასალაზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა ხშირ შემთხვევაში მაინც უხარისხო, იაფფასიანი მასალა ითესება, რაც მაღალ შედეგს არ იძლევა.

“თუ არჩევანი უკვე გამოცდილი და მაღალმოსავლიანი ჯიშების სასარგებლოდ გაკეთდება შედეგიც შესაბამისი იქნება. როდესაც კლიენტი კარტოფილს ჩვენი კომპანიისაგან ყიდულობს მას, კარტოფილის მოყვანის სრული ტექნოლოგიის დაუფლებაში ვეხმარებით, რომლის დაცვითაც მათ 1 ჰექტარზე საშუალოდ 45 ტონამდე მოსავლის მიღება შეუძლიათ,”-აცხადებს რობერტ რევია.

სხვა სიახლეები

პომიდვრის ვირუსგამძლე ჰიბრიდები

 

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

ენზა ზადენი მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში.

ფერმერული მეურნეობის რენტაბელობა მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსრეზისტენტული პომიდვრის სათესლე მასალის შეძენა.

ყველა ტიპის სარწყავსისტემა!

 

ნაყოფის ანალიზი!

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!

სალათის მოყვანის ტექნოლოგია კარტლისისგან!

 

,,Delphy International” -ის ექსპერტი  „კარტლისის აკადემიაში“

აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.

ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ  მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის  შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“,  მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის,  როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

ელჩის გულთბილი მიღება კარტლისის აკადემიას!

 

„კარტლისის აკადემიის“ ვიზიტი ჰოლანდიაში!

 

კარტლისი, AGQLab  ლაბორატორიაში!

 

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us