ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება. ამიტომაც, მომხმარებლის კმაყოფილება “პიონერისათვის” უმთავრესი პრიორიტეტია. ამ ვალდებულებას პიონერის® სავაჭრო ნიშნით წარმოებული სათესლე მასალის მაღალი ხარისხობრივი ღირებულება ადასტურებს. აღნიშნული სათესლე მასალა გამოყვანილია უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა დააკმაყოფილოს საერთაშორისო და ადგილობრივი სერთიფიცირების მოთხოვნები და დებულებები და კარგად მოერგოს მოყვანის სხვადასხვა პირობას.
რადგან წარსულში “პიონერს” აქვს იმის გამოცდილება, რომ რუსეთსა და უკრაინაში ფალსიფიცირებული სათესლე მასალა პიონერის® სავაჭრო ნიშნით აღჭურვილ ყალბ ტომრებში იყიდებოდა, ამ ორ ქვეყანაში ფალსიფიკაციასთან საბრძოლველად “პიონერმა” ჰოლოგრამები შემოიღო, რათა მომხმარებელს პიონერის® ბრენდის ორიგინალური სათესლე მასალის მიღებაში დაეხმაროს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ევროპაში მხოლოდ ეს ორი ქვეყანა წარმოადგენს გამონაკლისს, სადაც “პიონერმა” შემოიღო დაცვის ამგვარი დამატებითი ზომები. ყველა სხვა ევროპულ ქვეყანაში პიონერის®ბრენდით სათესლე მასალა იყიდება ჰოლოგრამის გარეშე შეფუთვაში.
განსაკუთრებით გვინდა ავღნიშნოთ, რომ აქამდე საქართველოში პიონერის® გაყალბებული სათესლე მასალა არ შეგვხვედრია, შესაბამისად ჰოლოგრამებიც არ გამოგვიყენებია. თუმცა, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში გაჩენილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, შესაძლებელია ამ ქვეყანაში მოხდეს რუსეთისათვის ან უკრაინისათვის წარმოებული ტომრების მიწოდება.
ვწუხვართ, თუ ყოველივე ამან გამოიწვია გაურკვევლობა ჩვენს მომხმარებლებს შორის და ვიმედოვნებთ, რომ ეს წერილი დაგეხმარებათ სიტუაციის გარკვევაში.
პატივისცემით,
დიუპონ პიონერი