კარტლის აგროსისტემები ქართულ ბაზარზე უკვე 22 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს,რომელმაც ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა და დღეისათვის თავის დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია გახლავთ.

კომპანია კარტლისის მიზანია კარტლისის აკადემიის სახით რაც შეიძლება მეტ ფერმერს დავეხმაროთ სრულიად უანგაროდ, გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება,რაც საჭიროებს მუდმივ მონიტორინგსა და განვითარებას,პარალელულ რეჟიმში კი კომპანიაში შიდა ტრენინგები ტარდება საჭიროებებზე მორგებული სერვისების გაუმჯობესებაზე.
კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე სხვადასხვა მიმართულებით, რათა სწორედ წარიმართოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და ეფექტური კომუნიკაციის პროცესი მომხმარებელთან.

 8 სექტემბერს კარტლისის ქუთაისის სერვისს ცენტრში ჩატარდა მორიგი შიდა სამუშაო შეხვედრა, რეგიონების მიხედვით კომპანიის სერვის ცენტრების წარმომადგენლებთან.
შეხვედრას უძღვებოდა ირმა კაჭარავა – პიარისა და კომუნიკაციის სპეციალისტი, რომელმაც გარდა ადგილობრივი გამოცდილებისა გერმანიაში შეისწავლა პიარი და კომუნიკაცია, ბიზნესი, საქმის მართვა და წარმოება.
10 წლის განმავლობაში იგი ცხოვრობდა ევროპაში – კერძოდ გერმანიასა და ლუქსემბურგში, რის შემდეგაც მან საბოლოოდ გადაწყვიტა დაბრუნება საქართველოში და ამჟამად კომპანია კარტლისში პიარის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

 

სხვა სიახლეები

როგორ მოვაწყოთ სარწყავი სისტემა სწორად - რა უნდა ვიცოდეთ?

დღევანდელ სოფლის მეურნეობაში წარმოუდგენელია მრავალწლიანი ან თუნდაც
ერთწლიანი კულტურების გაშენება სარწყავი წყლის სისტემის გარეშე. მოსავლის
რაოდენობა და ხარისხი დამოკიდებულია როგორც სწორ კვებასა და წამლობაზე, ასევე
სწორად მიწოდებულ წყლის რაოდენობაზე. იმისთვის რომ მცენარემ არ მიიღოს სტრესი
და წყალი თანაბარად მიეწოდოს ყველა ნარგავს, საჭიროა სარწყავი სისტემის სწორი
პროექტირება და მონტაჟი.

სწორი პროექტირება იყოფა რამოდენიმე ეტაპად:

ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება, მის ხარისხზე კი კომპანია კარტლისი ზრუნავს, რომელიც მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს.
 

სიმინდის მოვლა-მოყვანის აუცილებელი კომპონენტი

კალციუმის როლი მოცვის კვებაში

 

ნიადაგის მომზადება საგაზაფხულოდ უფრო მეტი მოსავლის მისაღებად !

 

პომიდორის ახალი სელექცია კარტლისისგან

                           

 

კარტლისი აგრძელებს სათესლე მასალის განახლებისა და მრავალფეროვნების გაზრდის პროცესს, ამჯერად ჩვენს ფილიალებში ჰოლანდიური წარმოების enza zaden-ის მიერ მოწოდებულ სათესლე მასალას Pinkjain F1-ს წარმოგიდგენთ.

Pinkjain F1-ი დეტერმინანტული, ვარდისფერი პომიდვრის სელექციაა, რომელიც მხოლოდ კარტლისის ფილიალებში შეგხვდებათ. პომიდვრის ახალ სელექციას გამორჩეული სავეგეტაციო და გემოვნური მახასიათებლები აქვს.

ნიადაგის, ფოთლისა და ნაყოფის ანალიზი - ხარჯების და მოსავლის ეფექტური კონტროლისთვის

ყველა ფერმერის მიზანს  მაღალი მოსავლის მიღება წარმოადგენს, ამისათვის კი სხვადასხვა ტიპის სასუქების გამოყენებას მიმართავენ.  მცენარეთა კვებისათვის მნიშვნელოვანია მცენარის მოთხოვნის დაკმაყოფილება საკვებ ელემენტებზე, მაგრამ ჩნდება კითხვა თუ რას წარმოადგენს ეს მოთხოვნა და როგორ მივხვდეთ სწორად ვურჩევთ თუ არა სასუქებს?

ძლიერი ფესვთა სისტემა, ძლიერი მცენარის საწყისია - კარტლისის რჩევა ფერმერებს

მცენარის ჯანმრთელობა და სიძლიერე მისი ფესვთა სისტემიდან იწყება, რადგან სწორედ ფესვთა სისტემის საშუალებით ითვისებს მცენარე საკვებ ელემენტებსა და წყალს. შესაბამისად მცენარის დარგვიდან ადრეულ პერიოდში აგრონომები ორიენტერებულნი არიან ვრცელი, ჯანსაღი ფესვთა სისტემის წარმოქმნაზე.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us