კომპანია „კარტლისმა“ გარდაბანის რაიონის სოფელ სართიჭალაში ამერიკული კოპანია „პიონერი“-ს წარმოების ჰიბრიდული სიმინდის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა.

„კარტლისი“-ს მენეჯმენტში აცხადებენ, რომ სოფელ სართიჭალაში დათესილი კომპანია „პიონერი“-ს წარმოების აღნიშნული სამი ჰიბრიდი – PR32F73, PR31Y43, P1921 ბოლო სამი წელია , საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ითესება და სწორი მოვლის პირობებში საუკეთესო შედეგს იძლევა.
„კომპანია „პიონერი“ მსოფლიოში მაღალ მოსავლიანი და გამძლე ჰიბრიდებით არის ცნობილი. აღნიშნულ სამ ჰიბრიდს – PR32F73, PR31Y43, P1921-ს კარგი მოვლის პირობებში, გააჩნია მოსავლიანობის ძალიან მაღალი პოტენციალი და 12-14 ტონამდე მოსავალს იძლევა, „- განაცხადა კომპანია „კარტლისი“-ს დირექტორმა რობერტ რევიამ.

კომპანიის პროგნოზი გამართლდა – სართიჭალაში აღებულმა მოსავალმა ერთ ჰექტარზე 11,8 ტონა სიმინდს გადააჭარბა, რაც საქართველოს პირობებში ძალიან კარგ შედეგად ითვლება. „PR32F73, PR31Y43, P1921-ს ჰიბრიდები ყველაზე კარგ შედეგს გორის, ბოლნისის, მარნეულის და ლაგოდეხის რაიონში იძლევა. სამწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნული ჰიბრიდები ძალიან კარგად ერგებიან ქართულ ჰავას და მიწას.“ – განმარტავს რობერტ რევია.

სოფელ სართიჭალაში მდებარე სიმინდის ყანა 50 ჰექტარ ფართობზეა დათესილი და იგი სამხრეთ აფრიკული ფერმერის (ბურის)საკუთრებაა

„ჰიბრიდული სიმინდი თავიდან ბოლომდე კოპანია „კარტლისი“-ს მიერ დამუშავებული ტექნოლოგიით არის მოყვანილი. სწორედ „კარტლისი“-ს სპეციალისტებმა შეგვირჩიეს სიმინდის ჯიშები, ნიადაგის დამუშავების მეთოდი, განსაზღვრეს სასუქის სახეობა, საჭირო რაოდენობა და შეტანის სქემა, შეარჩიეს შესაბამისი ჰერბიციდები და მათი გამოყენების გზები. მიღებული მოსავლის რაოდენობით ძალიან კმაყოფილი ვარ. მომავალში კომპანია „კარტლის“-თან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავ.“ – აცხადებს ნაკვეთის მფლობელი ბური – ბენჯამინ დევეტ ჰარცენბერგი.

აღნიშნულ ღონისძიებას, სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულ ფერებთან ერთად, საქართველოში მოღვაწე უცხოელი ფერმერები, ინვესტორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოსავლის აღებაზე სტუმრები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდანაც იმყოფებოდნენ. პრეზენტაციას ასევე დაესწრო სპციალურად ამ დღისთვის შვეიცარიიდან ჩამოსული სტუმარი – კომპანია „პიონერი“-ის ბაზრის განვითარების მენეჯერი ბ-ნი სერდარ ტულუკტორამანი.

სერდარ ტულუკტორამაის განცხადებით, კომპანია “პიონერი“ საქართველოში 7 წლის წინ შემოვიდა და პირველ წლებში, მოსავალი ჰექტარზე 6-7 ტონას შეადგენდა „მოხარული ვარ, რომ ამ წლების განმავლობაში ქართველმა ფერმერებმა კარგად შეისწავლეს სიმინდის მოყვანის ტექნოლოგიები. წელს ზოგიერთმა ფერმერმა, 1 ჰექტარზე 14-15 ტონა სიმინდი აიღო.“ – განაცხადა სერდარ ტულუკტორამანმა.

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us