ხშირად გვხვდება ისეთი ნიადაგები, რომლის რწყვის დროსაც არ ხდება წყლის შეღწევადობა ნიადაგში და ხდება ზემოდან გადავლა ან ისეთი ნიადაგები რომლის რწყვის დროსაც ხდება წყლის ჩადინება ნიადაგის ქვედა ფენებში,  რომელსაც მცენარე ვერ იყენებს.

სპეციალურად ასეთი ტიპის ნიადაგებისთვის არსებობს კომპანია კარტლისის ახალი პროდუქტი „ნუმატრიკი“,  რომელიც შეიცავს კალიუმის და მაგნიუმის ნაზავს, ორგანულ მჟავებთან ერთად და  რომელიც  შექმნილია სპეციალურად უსტრუქტურო ნიადაგებისთვის.

უსტრუქტურო ნიადაგები : ნიადაგები, რომლებიც ვერ ახერხებენ წყლის შეკავებას მცენარის ფესვის არეში და ნიადაგები, რომლის რწყვის დროსაც წყალი ვერ აღწევს ნიადაგში და ხდება წყლის ჩადინება.  ესეთი ნიადაგებია :  მსუბუქი თიხნარი, ქვიშნარი, ქვიშიანი, მძიმე თიხიანი, თიხიანი, მძიმე თიხნარი, საშუალო თიხნარი ნიადაგები.  ყველა აღნიშნულ ნიადაგს აქვს პრობლემა წყლის შეთვისებასთან. ასეთი ტიპის ნიადაგებს საქართველოს ყველა კუთხეში შევხდებით. ქვიშნარ და ქვიშიანი ნიადაგების შემთხვევაში,  წყლის ჩადინება ისე ხდება ნიადაგის ქვედა ფენებში, რომ ნიადაგის სტრუქტურიდან გამომდინარე ვერ ხერხდება წყლის შეკავება და მცენარე ვერ ახერხებს წყლის  საჭირო რაოდენობის მიღებას, ხოლო თიხიან და თიხნარ ნიადაგებში პირიქით, არ ხდება საჭირო რაოდენობის წყლის შეღწევა ნიადაგში, შედეგად მცენარე იღებს უწყლობით გამოწვეულ სტრესს.

ნუმატრიკის გამოყენება  აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას რათა გაამარტივოს  მასში წყლის შეღწევა და მისი შეკავების უნარი მცენარის ფესვის არეში,  ეს საშუალებას გვაძლევს გვალვიან პირობებში, სარწყავი წყლის მცირე დოზებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. პრეპარატი ეფექტურია მაღალი მექანიკური შემადგენლობის (თიხნარი, თიხიანი და ა.შ.) და ასევე ქვიშნარ ნიადაგებზე. ასევე  პრეპარატში არსებული ელემენტები და ორგანული მჟავები, საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ნიადაგში მაგნიუმის და კალციუმის ბალანსი.

შემადგენლობა : 2.4 % CaO

                                  1.1% MgO

                                  45.2 % ორგანული მჟავები

 

გამოყენების დოზები :  5-10 ლ - 1 ჰაზე.

                                              სეზონის მანძილზე გამოყენების ჯერადობა 2-დან 4-მდე.

გამოყენების წესი :         ჩავრთოთ სარწყავი სისტემა დაახლოებით 20 წუთი, რათა მოხდეს ნიადაგის დასხველება, შემდეგ გავხსნათ  პრეპარატი შესაბამისი დოზით და გაუშვათ სისტემაში, შემდეგ ისევ ჩავატაროთ წყალი.

              

 

 

სხვა სიახლეები

24-25 ნოემბერს, კომპანია “კარტლისის” მხარდაჭერით საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია  გაიმართა.კონფერენციას აღნიშნულ სფეროში მომუშავე 400-მდე მცირე და მსხვილი ფერმერი ესწრებოდა. ღონისძიებაზე ასოციაციის ერთი წლის ანგარიში მოისმინეს. საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებს,  რომელიც თხილის სექტორში დასაქმებულებს გააჩნიათ.

კომპანია “კარტლისის” და ამერიკული კომპანია “Dupont”-ის ინიციატივით, საქართველოს, 14 ივლისს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, მაგარაჩის მევენახეობისა და მეხილეობის ნაციონალური, სასწავლო-კვლევითი ინტიტუტის პროფესორი, ელენა სტრანიჩევსკაია ეწვია. პროფესორი ადგილზე გაეცნო მევენახე-ფერმერების პრობლემებს, რის შემდეგაც, მათ თავისი დიდი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. 15 ივლისს კი ელენა სტრანიჩევსკაიამ გორში სემინარი გამართა. როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

ყვარლის რაიონში, 50 ჰექტარ მიწის ფართობზე დამონტაჟდა პივოტური სარწყავი სისტემა. კონსტრუქციისთვის და ძრავისთვის გამოყენებულია ესპანეთის და აშშ-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე, გამძლე, ხარისხიანი მასალა და მექანიზმები.  თანამედროვე, პივოტური სარწყავი სისტემა გამოიყენება მარცვლეულ კულტურაში და საშუალებას იძლევა თანაბრად, ერთგვაროვნად მოვრწყათ ფართობი, ვმართოთ მორწყვის პროცესი და შესაბამისად პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა.

გორში, სოფელ კარალეთში, 2015 წლის 1 თებერვლიდან, ფერმერებს კომპანია კარტლისის ახალი სერვის ცენტრი ემსახურება. გორის სერვის ცენტრმა, გახსნიდან საკმაოდ მოკლე დროში, დიდი ნდობა და პოპულარობა მოიპოვა ფერმერებში. ცენტრში დასაქმებული კვალიფიციური პერსონალი, სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ფერმერებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს.

2014 წლის სექტემბერში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ქვიტირში ფერმერთა მომსახურეობის ახალი ცენტრი გაიხსნა. ამ ცენტრის დანიშნულებაა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონების ფერმერებისათვის გახადოს ხელმისაწვდომი არამარტო უმაღლესი ხარისხის მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და სათესლე მასალა, არამედ დაეხმაროს მათ სოფლის მეურნეობაში მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.

კომპანია „კარტლისმა“ გარდაბანის რაიონის სოფელ სართიჭალაში ამერიკული კოპანია „პიონერი“-ს წარმოების ჰიბრიდული სიმინდის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა.

ახალგაზრდა ფერმერებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით, კომპანია “კარტლის“-სა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 5 ნოემბერს მემორანდუმი გაფორმდა.

“გახდი ფერმერი”- ამ პროექტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საპატრიარქოსა და “კარტლისის” წარმომადგენლებმა ხელის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში მოაწერს. ღონისძიებას ახალგაზრდა ფერმერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომპანია „აგროუ“-მ  ბოლნისის რაონში ხახვის უხვი მოსავალი მიიღო. მოსავალმა საადრეო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 50 ტონა, ხოლო საგვიანო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 77 ტონა შეადგინა.კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, მათ კომპანია „კარტლისის“ მიერ მოწოდებული სათესლე მასალა ჰქონდათ გამოყენებული, მათ შორის ისეთი ჯიშები როგორებიცაა: დაიტონა, მანასი (Bejo) და ჰელენასი (ENZA). კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხარისხიანმა სათესლე მასალამ და „კარტლისის“ მიერ გაწეულმა  კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო და ცუდმა კლიმატურმა პირობებმა მოსავალზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us