ხშირად გვხვდება ისეთი ნიადაგები, რომლის რწყვის დროსაც არ ხდება წყლის შეღწევადობა ნიადაგში და ხდება ზემოდან გადავლა ან ისეთი ნიადაგები რომლის რწყვის დროსაც ხდება წყლის ჩადინება ნიადაგის ქვედა ფენებში, რომელსაც მცენარე ვერ იყენებს.
სპეციალურად ასეთი ტიპის ნიადაგებისთვის არსებობს კომპანია კარტლისის ახალი პროდუქტი „ნუმატრიკი“, რომელიც შეიცავს კალიუმის და მაგნიუმის ნაზავს, ორგანულ მჟავებთან ერთად და რომელიც შექმნილია სპეციალურად უსტრუქტურო ნიადაგებისთვის.
უსტრუქტურო ნიადაგები : ნიადაგები, რომლებიც ვერ ახერხებენ წყლის შეკავებას მცენარის ფესვის არეში და ნიადაგები, რომლის რწყვის დროსაც წყალი ვერ აღწევს ნიადაგში და ხდება წყლის ჩადინება. ესეთი ნიადაგებია : მსუბუქი თიხნარი, ქვიშნარი, ქვიშიანი, მძიმე თიხიანი, თიხიანი, მძიმე თიხნარი, საშუალო თიხნარი ნიადაგები. ყველა აღნიშნულ ნიადაგს აქვს პრობლემა წყლის შეთვისებასთან. ასეთი ტიპის ნიადაგებს საქართველოს ყველა კუთხეში შევხდებით. ქვიშნარ და ქვიშიანი ნიადაგების შემთხვევაში, წყლის ჩადინება ისე ხდება ნიადაგის ქვედა ფენებში, რომ ნიადაგის სტრუქტურიდან გამომდინარე ვერ ხერხდება წყლის შეკავება და მცენარე ვერ ახერხებს წყლის საჭირო რაოდენობის მიღებას, ხოლო თიხიან და თიხნარ ნიადაგებში პირიქით, არ ხდება საჭირო რაოდენობის წყლის შეღწევა ნიადაგში, შედეგად მცენარე იღებს უწყლობით გამოწვეულ სტრესს.
ნუმატრიკის გამოყენება აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას რათა გაამარტივოს მასში წყლის შეღწევა და მისი შეკავების უნარი მცენარის ფესვის არეში, ეს საშუალებას გვაძლევს გვალვიან პირობებში, სარწყავი წყლის მცირე დოზებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. პრეპარატი ეფექტურია მაღალი მექანიკური შემადგენლობის (თიხნარი, თიხიანი და ა.შ.) და ასევე ქვიშნარ ნიადაგებზე. ასევე პრეპარატში არსებული ელემენტები და ორგანული მჟავები, საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ნიადაგში მაგნიუმის და კალციუმის ბალანსი.
შემადგენლობა : 2.4 % CaO
1.1% MgO
45.2 % ორგანული მჟავები
გამოყენების დოზები : 5-10 ლ - 1 ჰაზე.
სეზონის მანძილზე გამოყენების ჯერადობა 2-დან 4-მდე.
გამოყენების წესი : ჩავრთოთ სარწყავი სისტემა დაახლოებით 20 წუთი, რათა მოხდეს ნიადაგის დასხველება, შემდეგ გავხსნათ პრეპარატი შესაბამისი დოზით და გაუშვათ სისტემაში, შემდეგ ისევ ჩავატაროთ წყალი.