24 მაისს ამბროლაურის კულტურის სახლში, კომპანია კარტლისმა გამართა მორიგი შეხვედრა ფერმერებთან, კარტლისის აკადემიის  ფარგლებში კომპანია ხშირად სტუმრობს სხვადასხვა რეგიონებს.
შეხვერის მიზანი გახლდათ, გაეცნოთ კომპანიის წარმომადგენლებს გამოცდილი და თანამედროვე მიდგომები სოფლის მეურნეობაში! ვაზის მოვლა მოყვანა და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა! ახალი მიდგომები, სიახლეეები პესტიციდების განხრით! შეხვედრა მეორე ნაწილი გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რის შედეგადაც ფერმერებმა შეძლეს გასაუბრებოდნენ კომპანია კარტლისის ხელმძღვანელს და მიეღოთ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი!

სხვა სიახლეები

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ვაზი და საქართველო ესაა კავშირი, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს.
ქართული ღვინო ჩვენთვის ხომ მხოლოდ სასმელი არაა და მას საქართველოში სხვა დატვირთვა აქვს ეს ჭეშმარიტი ხელოვნებაა, რომლის მოვლა/მოყვანის ტექნოლოგია გადაეცემა თაობიდან თაობას.

კომპანია კარტლისი მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს! ამჯერად კი თემაზე:

ვაზის დაცვის დანამედროვე ტექნოლოგიები!

კარტლის აგროსისტემები ქართულ ბაზარზე უკვე 22 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს,რომელმაც ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა და დღეისათვის თავის დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია გახლავთ.

კარტლის აგროსისტემები უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

კომპანიამ ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა , პროფესიონალ ფერმერებში კომპანიის სახელი ასოცირდება ცოდნასთან, ხარისხთან და გამოცდილებასთან.

„კარტლისი“ მუდმივად ცდილობს დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, დაეხმაროს ფერმერებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში „კარტლისის აკადემიის “ სახით და ასევე ეხმარება მათ დაფინანსების წყაროების მოპოვებაში.

ესპანელი ექსპერტის ტრენინგი კაკლისა და ნუშის კულტურების შესახებ

27 თებერვალს, „თბილისი ბილტმორის“ საკონფერენციო დარბაზში კომპანია „კარტლისის“ მიერ, ფერმერებისთვის ტრენინგის ჩარასატარებლად მოწვეულ იქნა მსოფლიო დონის ექსპერტი, ფედერიკო ლოპეზ ლარინაგა. ესპანელი ტრენერს თეორიული ცოდნის გარდა, მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება აქვს კაკლისა და ნუშის ბაღების გაშენებასა და მოვლაში.

კარტლისის აკადემიის მორიგი შეხვედრა ქ.ქუთაისის კარტლისის ფილიალში გაიმართა, სადაც ძირითადი თემა გახლდათ:

„ბოსტნეული კულტურის ასორტიმენტი ღია და დახურული გრუნტისათვის და მათი მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები“.

შეხვედრაზე ბოსტნეულის მომყვან ფერმერებს დარგის სიახლეების შესახებ ინფორმაცია კარტლისის სპეციალისტებმა გააცნეს.  

12 თებერვალს კარტლისის გორის სერვისს ცენტრში, კომპანია კარტლისმა და ესპანური ბიოსტიმულატორების, ნიადაგის და სხვადასხვა პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ, ერთობლივად ჩაატარეს სემინარი პესტიციდებთან და სასუქებთან დაკავშირებით,სადაც მიმოიხილეს, როგორც არსებული,ასევე ახალი პრეპარატები!

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში სტიმულატორების შესახებ ფერმერებს საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნიათ, საკმაოდ ბევრი და საინტერესო კითხვები დაისვა და უამრავი სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეძლეს ფერმერებმა!

კარტლის აგროსისტემები ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს სხვადასხვა რეგიონებში.

ამ პერიოდში კომპანიამ ფერმერებს შორის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომწოდებლის სახელი დაიმკვიდრა.

მიზანდასახული მუშაობის შედეგად, კომპანიამ ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა და დღეისათვის თავის დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია გახლავთ.

2019 წელს კი კომპანია კარტლისს კიდევ ერთი მაღაზია შეემატა, ამჯერად უკვე ქ.თბილისში.

2017 წელს კარტლისმა საქართველოში უპრეცედენტო მაშსტაბის პროექტი –  „კარტლისის აკადემია“  დაიწყო.  პროექტი საშუალო და მსხვილ ფერმერებსა და მათ მეუნეობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

სოფლის მეურნეობის სფეროში 20 წლიანმა წარმატებულმა გამოცდილებამ, სხვადასხვა კულტურის მოყვანისას მიღებულმა რეკორდულმა შედეგებმა  და იმ მრავალმა სამეცნერო სამუშაომ, რომელიც კომპანიის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე რეგულარულად მიმდინარეობდა,  საშუალება მოგვცა საფუძველი ჩაგვეყარა ფერმერების გადამზადების ახალი პლატფორმისათვის, რომელსაც კარტლისის აკადემია ეწოდება.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us