არომატული თვისებები, ოქროსფერი ნაყოფი ყოველთვის იპყრობდა ადამიანის ყურადღებას ნებისმიერ ქვეყანაში!

კარტლისის აკადემიაში, მანდარინის წარმოების ტექნოლოგიის ტრენინგების სწავლება ითვალისწინებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა:

მანდარინის გასხვლა/მოვლა;

მანდარინის ბაღში ნიადაგის საფარის დამუშავება დაბარვისა და კულტივაციის გარეშე!

როდის დავრგოთ:

შემოდგომაზე დარგვა კარგ შედეგს იძლევა. განსაკუთრებით იმ რაიონებში, რომლებშიც თბილი და ხანგრძლივი შემოდგომა იცის. გაზაფხულზე, დარგული მცენარე სუბტროპიკული რაიონებისთვის დამახასიათებელი გვალვების მავნე მოქმედებას განიცდის!

ციტრუსოვნებს მრავალი სახეობის ცრუფარიანა აზიანებს. განსაკუთრებით კი 3 მათგანი: ბალიშა ცრუფარიანა, ციტრუსოვანთა ცრუფარიანა და რბილი ცრუფარიანა.

ცრუფარიანა

მავნებლები მანდარინს უზიანებენ ფოთლებს, ახალგაზრდა ყლორტებს, ტოტებს და  ნაყოფებსაც. ახალგაზრდა პლანტაციებსა და სანერგეებში მავნებელს შეუძლია კულტურათა ღეროებსაც მიაყენოს დაზიანებები. პირდაპირი ზიანის გარდა, მავნებლის მიერ დაზიანებულ ორგანოებზე შესაძლოა განვითარდეს სოკოვანი დაავადებები.

მავნეობის პერიოდები - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

ბრძოლის ღონისძიებები:

  • ხარისხიანი და დროული სხვლა-ფორმირება.
  • ნაკვეთების რეგულარული გაწმენდა ჩამოცვენილი ფოთლებისა და ნარჩენებისაგან.

ზამთრის ბოლოს, ადრე გაზაფხულზე სიპკამოლის (პარაფინის ზეთი 80%) შესხურება.

კულტურის განვითარების, შემდგომ პერიოდებში კი მავნებლის განვითარება-გავრცელების და სოკოვან დაავადების საწინააღმდეგოდ  საჭიროა წამლობების ჩატარება კოსაიდით და  ნურელ დ ან საგა ან სუპერკილ ფორტეთი.

სხვა სიახლეები

კარტლისი, სანდო პარტნიორი!

 

ა(ა)იპ „საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია“–სა და შპს „კარტლის აგროსისტემებ“–ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება.

 

თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა ასოციაციის წევრებისათვის შეღავათიანი ფასებით მომსახურეობა, კერძოდ: პესტიციდების შეძენისას 7%-იანი ფასდაკლება, ხოლო სათესლე მასალის შეძენისას საბითუმო ფასები.

 

მსოფლიო ლაბორატორიის თანამშრომლობა, კარტლისთან!

ესპანური ლაბორატორია – AGQ Lab წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიულ და ტექნოლოგიურ ცენტრს!

დღეს იგი ოპერირებს მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე, 25 ქვეყანში და მათ შორის უკვე საქართველოშიც, კომპანია კარტლისთან!

კარტლისი გთავაზობთ, მომხმარებლის სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებულ მეცნიერულად მხარდაჭერილ გადაწყვეტილებებს!

USAID -ის გრანტი „კარტლის აგროსისტემებს“

USAID- ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ გამოყო გრანტი “Cartlis Agrosystems”-თვის, ექსტენციის სერვისების ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერისთვის საქართველოში, რადგან შემუშავდეს ვებ–პროგრამა, რომელიც ონლაინ მომსახურებას უზრუნველყოფს.

სისტემას ექნება ინდივიდუალური ელექტრონული სივრცეები, ე.წ. კლიენტთა კაბინეტები, თითოეული მომხმარებლისათვის, რომელიც მათზე მორგებული მცენარეთა დაცვის და კვების სქემების მიწოდებას უზრუნველყოფს.

უნიკალური ორგანული მეურნეობის პროდუქცია!

 

ცოტა ხნის წინ, კომპანიამ გააცნო ქართველ ფერმერებს უმაღლესი ხარისხის ესპანური კომპანია CODA-ს მიერ წარმოებული სტიმულატორები.

როგორც ხარისხიანი პროდუქციის მომწოდებელმა ამ შემთხვევაშიც ნდობა გაამართლა და ფერმერებმა გამოსცადეს ახალი პროდუქცია, შედეგმაც არ დააყოვნა და ყოველ სეზონზე უფრო აქტიურად იყენებენ კოდას მიერ წარმოებული სტიმულატორებს, სხვადასხვა კულტურაში.

ამჯერად წარმოგიდგენთ, ორგანულ მეურნეობაში გამოყენებისთვის განკუთვნილ პროდუქციას!

რუკოლა, მოვლა-მოყვანა!

ალბათ, რამოდენიმე წლის წინ, რომ მოგეკითხათ რუკოლა ვერ ნახავდით ფერმერს, ვინც მის მოყვანაზე დაითანხმებდით, დღეს კი უკვე თავად გვაძლევენ შემართებას და სტიმულს, რომ რაც შეიძლება მეტი სიახლე შევთავაზოთ მათ ფართობებს!

საქართველოში, უმეტეს რეგიონში, რუკოლას მოყვანის კარგი სეზონია გაზაფხული და შემოდგომა, ხოლო სათბურში მისი წარმოება ზამთარშიც შეიძლება მინიმალური გათბობით.

უნიკალური ესპანური ბიო (ორგანული) სტიმულატორები!

მოცვის კულტურაში და არა მარტო მოცვში, განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა შემდეგი  პროდუქტების გამოყენება.

ფრუტმაქს 10 - ბიოსტიმულატური სპეციალურად შექმნილი ნაყოფის ჩამოყალიბების ეტაპზე. მისი გამოყენებით უმჯობესდება ნაყოფის ფორმა და ზომა, იზრდება ნაყოფის კალიბრი, რაც თავის მხრივ ზრდის საერთო მოსავლიანობას.

ბოსტნეული კულტურები, ხარისხიანი სათესლე მასალა!

 

 

არასეზონური ბოსტნეულის მოყვანა შეუძლებელია სათბურების გარეშე, რაც საშუალებას გვაძლევს ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული გარემო პირობებზე და ჩვენით ვარეგულიროთ მცენარის ზრდა-განვითარება და დავიცვათ მცენარეები. ხოლო ხარისხიანი სათესლე მასალა, არის მნიშნველოვანი უხვი მოსავლის მისაღებად,რომელსაც გვთავაზობს „ენზა ზადენის“ ჰოლანდიური სათესლე მასალა.

კარტლისის აკადემიის საერთაშორისო სტატუსი

კარტლისის   აკადემიის ტრენინგებს დიდი  გამოხმაურება აქვს, იგი პირველი უპრეცედენტო  პროექტი გახლავთ და მიზნად  ისახავს ფერმერების ცნობიერების ამაღლებას  სოფლის მეურნეობის სფეროში. ფერმერები კარტლისის აკადემიაში სრულიად  უანგაროდ იღებენ ცოდნას,  ეუფლებიან  თანამედროვე მიდგომებსა და გამოცდილებებს.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us