კომპანია „აგროუ“-მ  ბოლნისის რაონში ხახვის უხვი მოსავალი მიიღო. მოსავალმა საადრეო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 50 ტონა, ხოლო საგვიანო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 77 ტონა შეადგინა.კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, მათ კომპანია „კარტლისის“ მიერ მოწოდებული სათესლე მასალა ჰქონდათ გამოყენებული, მათ შორის ისეთი ჯიშები როგორებიცაა: დაიტონა, მანასი (Bejo) და ჰელენასი (ENZA). კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხარისხიანმა სათესლე მასალამ და „კარტლისის“ მიერ გაწეულმა  კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო და ცუდმა კლიმატურმა პირობებმა მოსავალზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა.
„ჩვენი წლევანდელი მოსავალი ჯამში საშუალოდ 2500 ტონას შეადგენს. ეს საუკეთესო მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ წლეულს კლიმატური პირობების მხრივ  რეგიონში საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო.

ჩვენ უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ კომპანია „კარტლისთან“, როგორც კონსულტაციების, ასევე შხამქიმიკატებისა და სათესლე მასალის მოწოდების მიმართულებით. ამ დროის განმავლობაში უკვე არაერთხელ დავრწმუნდით, რომ მათი საკითხისადმი თანამედროვე მიდგომა და მოწოდებული ნედლეული ყოველთვის უმაღლესი ხარისხისაა და შედეგიც ყოველთვის საუკეთესოა,“- აცხადებს „აგროუს“ დირექტორი სოსო მეფარიშვილი.

მისივე ინფორმაციით ხახვის ამოღების სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მომავალი კვირის ბოლოსთვის დასრულდება. „ამჟამად ხახვის ხელით ამოღება მიმდინარეობს, რის შემდეგაც „კარტლისის“ სპეციალური ტექნიკის საშუალებით მისი მინდვრიდან აღება და დახარისხება მოხდება. მომავალი კვირისთვის სამუშაოების დასრულებას ვვარაუდობთ. გვახარებს ის ფაქტი, რომ „კარტლისისგან“ კონსულტაციებთან, შხამქიმიკატებთან და სათასლე მასალასთან ერთად, სპეციალური ტექნიკის მიღების საშუალებაც გვაქვს, რომელსაც არა  მარტო მოსავლის  ასაღებად, არამედ დამუშავებისა და თესვის პროცესისთვისაც ვიყენებთ. სწორედ ამიტომაა ჩვენთვის კომფორტული  და სასარგებლო კომპანია „კარტლისთან“ მუშაობა. საშუალება გვაქვს ყველა საჭირო სერვისი და კონსულტაცია სწორედ ამ ერთი კომპანიისგან მივიღოთ,“-აცხადებს სოსო მეფარიშვილი.

სხვა სიახლეები

პომიდვრის ვირუსგამძლე ჰიბრიდები

 

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

ენზა ზადენი მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში.

ფერმერული მეურნეობის რენტაბელობა მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსრეზისტენტული პომიდვრის სათესლე მასალის შეძენა.

ყველა ტიპის სარწყავსისტემა!

 

ნაყოფის ანალიზი!

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!

სალათის მოყვანის ტექნოლოგია კარტლისისგან!

 

,,Delphy International” -ის ექსპერტი  „კარტლისის აკადემიაში“

აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.

ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ  მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის  შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“,  მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის,  როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

ელჩის გულთბილი მიღება კარტლისის აკადემიას!

 

„კარტლისის აკადემიის“ ვიზიტი ჰოლანდიაში!

 

კარტლისი, AGQLab  ლაბორატორიაში!

 

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us