2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

PR22R58 ჯიშის ხორბალი კომპანია “კარტლისი”-ს დათესილი აქვს მარნეულის რაიონ სოფელ ბაიდარში 55 ჰექტარზე და დმანისის რაიონის სოფელ შინდლარში 25 ჰქტარზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ორივე ადგილას ხორბლის მოსავალი ძალიან მაღალია. ყანები “კარტლისი”-ს ტექნოლოგიითაა მოვლილი, რაც გულისხმობს ჯიშის სწორ შერჩევას, ნიადაგის შესაბამისი სქემით დამუშავებას და ა. შ. “ეს ხორბალი გასული წლის 15 ოქტომბერს დავთესეთ. ეს ახალი ჯიში ჩვენთან იტალიიდან შემოდის და იტალიური წარმოშობისაა. თესვამ კარგი შედეგები გვაჩვენა მძიმე კლიმატურ პირობებშიც კი. ამ ჯიშს აქვს მოსავლიანობის ძალიან მაღალი პოტენციალი და შესაბამისი მოვლის პირობებში შეუძლია მოგვცეს 1 ჰექტარზე 7-9 ტონა ხორბალი, ხოლო იმ ჯიშის სათესლე ხორბლით, რაც საქართველოში ამჟამად თესავენ, ჰექტარზე 2-3 ტონა ხორბალი მოდის”- აცხადებს კომპანია “კარტლისი”-ს დირექტორი რობერტ რევია.

მოსავლის აღების პრეზენტაციას ის ფერემერებიც დაესწრნენ, რომლებსაც სხვადასხვა კულტურის მარცლეული მოყავთ, ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული სათესლე ჯიშით იმდენად დაინტერესდნენ, რომ საკუთარ მიწებზე წელს ხორბალსაც დათესავენ. “კომპანია “კარტლისი”-სგან 30 ტონა ხორბლის თესლი შევიძინე და ძალიან კმაყოფილი ვარ. იმაზე ბევრად მეტი მოსავალი მივიღე, რასაც ველოდი. 70 ჰექტრზე მაქვს დათესილი და 600 ტონა მოსავალს ავიღებ. ეს ჯიში პირველად მოვსინჯე. აქამდე საქართველოში ფართოდ გავრცელებულ “ბეზოსტაია-1″-ს (რომელიც საქართველოში “უფხო პირველით” არის ცნობილი) ვთესავდით. ამასთან შედარებით ბევრად მეტი მოსავალი მივიღეთ. განსხვავება ამ ორ ჯიშს შორის ძალიან დიდია”- განაცხადა ფერმერმა მირიან ჩხიტუნიძემ.

ხორბლის აღების პროცესს ესწრებოდა პროფესორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი, რომელიც გასულ წელს ჩატარებულ გამოცდის პროცესს აკვირდებოდა და აღნიშნულ ჯიშს ძალიან დადებითი შეფასება მისცა. “კარტლის“-მა ხორბლის ეს ჯიში გასულ წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ქართლსა და კახეთში გამოცადა და ძალზე კარგი შედეგი მიიღო. ამიტომ დადებითად ვახასიათებ ამ ჯიშს, რადგან სხვა, არაერთ დადებით თვისებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ხვა ჯიშებთან შედარებით ადრეულია. მოსავლის აღების შემდეგ, მზად ვარ, დავუწერო რეკომენდაცია, რომ ხორბლის თესლის ეს ჯიში საქართველოს ყველა იმ ზონაში გავრცელდეს, სადაც მეხორბლეობას მისდევენ. მისი განსაკუთრებულობა მისი კლიმატისადმი ამტანობასა და მაღალმოსავლიანობაში მდგომარეობს” – აცხაებს აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი.

კომპანია “კარტლისი”-ს მენეჯმენტის ინფორმაციით, PR22R58 ჯიშის ხორბალი თავდაპირველად საქართველოში ფართოდ გამოსცადეს – 7 რაიონში 150 ჰექტარზე. შესაბამისად, აღნიშნული ჯიშის ხორბლით დათესილი ყანების გვერდით ყველგან ეთესა საქართველოში ფართოდ გავრცელებული ჯიში „ბეზოსტაია-1″ (საქართველოში ცნობილი როგორც “უფხო პირველი”). ჯიშმა PR22R58 ყველგან აჯობა სტანდარტს ” ბეზოსტაია-1″-ს და ასევე აჩვენა უფრო მაღალი მოსავლები მეზობელ ფართობებთან შედარებით. კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, აღნიშნული ჯიშის ხორბალი, წარმატებული საცდელი თესვის შედეგების მიღების შემდეგ ახლა უკვე “კარტლის“-თან ერთად ფერმერებმა ბოლნისის, მარნეულის, გორის, დმანისის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონში სულ 1000 ჰექტარამდე ტერიტორიაზე დათესეს.

რაც შეეხება ფასებს, როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, ეს არის უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალა და, შესაბამისად, ფასებიც აქვს საკმაოდ მაღალი. ფასი 1 რეპროდუქციის სათესლე ხორბალზე შეადგენს 1,1 ევრო/კგ

სხვა სიახლეები

კომპანია „აგროუ“-მ  ბოლნისის რაონში ხახვის უხვი მოსავალი მიიღო. მოსავალმა საადრეო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 50 ტონა, ხოლო საგვიანო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 77 ტონა შეადგინა.კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, მათ კომპანია „კარტლისის“ მიერ მოწოდებული სათესლე მასალა ჰქონდათ გამოყენებული, მათ შორის ისეთი ჯიშები როგორებიცაა: დაიტონა, მანასი (Bejo) და ჰელენასი (ENZA). კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხარისხიანმა სათესლე მასალამ და „კარტლისის“ მიერ გაწეულმა  კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო და ცუდმა კლიმატურმა პირობებმა მოსავალზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა.

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us