ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება, მის ხარისხზე კი კომპანია კარტლისი ზრუნავს, რომელიც მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს.
ამჯერად კი გთავაზობთ, ვაზის ჭრაქის საწინააღმდეგო უახლეს და უნიკალურ პრეპარატს „ზორვეკ ვინაბელს“.
“ზორვეკ ვინაბელს” გააჩნია ოთხმაგი მოქმედება ჭრაქის გამომწვევ პათოგენზე, რაც უზრუნველყოფს მის შეუდარებელ და დაუჯერებელ ეფექტურობას:
- დამცავი მოქმედება - ხელს უშლი ზოოსპორების გავრცელებას და გაღივებას;
- სამკურნალო მოქმედება - აჩერებს მიცელიუმის ზრდას;
- ანტისპორულაციური მოქმედება - ხელს უშლის სპორების წარმოქმნას;
- აღმომფხვრელი მოქმედება - აჩერებს დაზიანებული კერების გაფართოვებას.
კარგად გამოხატული ტრანსლამინარული და სისტემური თვისებების გამო, “ზორვეკ ვინაბელი“, ეფექტურად იცავს მცენარის დამუშავებულ ნაწილებს მათი ინტენსიური ზრდის პერიოდში. ის იცავს როგორც არსებულ, ასევე ახალ ფოთლებს, ეფექტურად გადანაწილდება დამუშავებული მწვანე მასიდან დაუმუშავებელ ყვავილებსა და მტევნებზე და, განსხვავებით სხვა ფუნგიციდებისაგან, უზრუნველყოფს ვაზის გამორჩეულ დაცვას ყვავილობის ფაზაშიც კი.
„ზორვეკ ვინაბელი“-ს მთავარი უპირატესობები:
• სწრაფად აღწევს მცენარის ცვილისებურ ფენაში და შესხურებიდან 20 წუთში უკვე არ ირეცხება მოულოდნელად მოსული წვიმით და არ საჭიროებს გადაწამვლას;
• ახასიათებს გამოკვეთილად სისტემური მოქმედება და ეფექტურად იცავს ახალ ნაზარდს; იცავს იმ ახლადგამოტანილ ფოთლებსაც კი, რომლებიც არ არსებობდნენ შესხურების მომენტისათვის;
• ხასიათდება ყველაზე ხანგძლივი გარანტირებული მოქმედებით - 14 დღემდე;
• არ გააჩნია ჯვარედინი რეზისტენტობა არც ერთ არსებულ ჭრაქის საწინააღმდეგო ფუნგიციდთან, რაც უზრუნველყოფს უაღრესად მაღალ ეფექტურობას;
• არ ახდენს გავლენას ღვინის ფერმენტაციაზე;
• ნაკლებად ტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის, ფრინველებისათვის და ფუტკრისათვის.
2016 წ „ზორვეკი“იქნა აღიარებული AGROW AWARD-ის მიერ როგორც მცენარეთა დაცვის საუკეთესო საშუალება.
ზორვეკ ვინაბელი - ჭრაქისაგან დაცვის გარანტია!