ახალგაზრდა ფერმერის წარმატების ისტორია ექვსი თვის წინ დაიწყო, როდესაც ის გახდა კარტლისის აკადემიის წევრი და კარტლისის სპეციალისტებთან ერთად შეუდგა ახალი  სეზონის დაგეგმარებას.

აკადემიის წევრი, ფერმერი აჭარის რეგიონიდან – ნადიმ მელაძე,  რომელიც გახლავთ  ხილ-ბოსტნეულის სადისტრიბუციო კომპანია ,,მელა“-ს  ხელმძღვანელი და ამავდროულად ახორცილებს სალათის კულტურის მოვლა/მოყვანას.  

ამ პერიოდისათვის იგი ფლობდა  მხოლოდ 200კვ/მ სათბურს.

კარტლისის აკადემიაში მან გაიარა ლექცია-სემინარების  შემდეგი კურსი:

  • ბოსტნეული კულტურების სწორი გამოკვება
  • მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული დაცვა
  • საწყავი სისტემების ტიპები და მათი მნიშვნელობა
  • ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ხარჯთაღრიცხვა,  მათი მოვლა-მოყვანის  სქემები და ახალი ტექნოლოგიები.

საუბარში ნადიმი აღნიშნავს, რომ როგორც ფერმერი  ის დიდხანს ცდილობდა მიზნის მიღწევას, თუმცა პირველ ეტაპზე ის ვერ ღებულობდა სათანადო შედეგს და დასჭირდა მრავალი ცდის ჩატარება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარტლისის აკადემიაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება, ასევე  მისი სწორი მიდგომა და შემართება გახდა ახალგაზრდა ფერმერის  წარმატების გასაღები.  დღეს მისი სასათბურე მეურნეობა გაზრდილია და კვირაში 2-2,5  ტონა სალათის პროდუქციით ამარაგებს აჭარის რეგიონში,  სხვადასხვა კაფე-რესტორნებსა და სასტუმროებს.

მოგეხსენებათ, რომ აჭარაში ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად ბოსტნეულ კულტურაზე მოთხოვნაც იზრდება და ფერმერი კარტლისის სპეციალისტებთან ერთად აქტიურ სამზადისშია.  მისი მიზანია, როგორც პროდუქციის წარმოების,  ასევე ასორტიმენტის  გაზრდა.

კარტლისის აკადემია კი კვლავ აქტიურად  უწყობს ხელს ქართველი ფერმერების ცნობიერების დონის ამაღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში და გეგმავს მათთან ერთად საჭირო ქმედებებს სეზონის განმავლობაში, რათა მათი მეურნეობა იყოს უფრო რენტაბელური.

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us