კარტლის აგროსისტემები უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

კომპანიამ ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა , პროფესიონალ ფერმერებში კომპანიის სახელი ასოცირდება ცოდნასთან, ხარისხთან და გამოცდილებასთან.

„კარტლისი“ მუდმივად ცდილობს დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, დაეხმაროს ფერმერებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში „კარტლისის აკადემიის “ სახით და ასევე ეხმარება მათ დაფინანსების წყაროების მოპოვებაში.

 უკვე 2 წელია კომპანია კარტლისი „ბაზის ბანკთან“ ერთად ახორციელებს ფერმერების მხარდამჭერ უპრეცედენტო პროექტს: კომპანია კარტლისის პროდუქციის (მცენარეთა დაცვის საშუალებები, სათესლე მასალა, სარწყავი სისტემები, სასუქები და სხვა) მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ პროდუქცია 6 თვიანი 0%-იანი განვადებით. 6 თვის შემდეგ შესაძლებელია განვადების გაგრძელება წლიური ეფექტური 2.3%-იდან. ხელმისაწვდომი სესხის თანხა - 500.000 ლარამდე. სესხის განაცხადის გასაფორმებლად „ბაზის ბანკის“ თანამშრომლები მოგემსახურებიან თქვენთან ადგილზე მისვლით. განაცხადის დაფიქსირება შესაძლებელია კომპანია კარტლისის ოფისში სატელეფონო ზარის მეშვეობით (ტელ:599801135) ან ელ.ფოსტით ([email protected]).

აგრო სესხი მოქმედებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. „კარტლისი“ არის კომპანია, რომელიც ყოველთვის ზრუნავს  თავის მომხმარებელზე!

 

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us