კომპანია კარტლისის მოღვაწეობის სფერო, სოფლის მეურნეობა გახლავთ, ყველაფერი ერთ სივრცეში:

  • სათესლე მასალა
  • პესტიციდები
  • სასუქები
  • სარწყავი სისტემები
  • დეზინფექტანტები
  • სხვადასხვა სასოფლო მეურნეობის ინვენტარი

24 წლიანმა დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ, კომპანიას მისცა საშუალება შექმნილიყო 2017 წელს უპრეცედენტო პროექტი კარტლისის აკადემია, რომლის მთავარი მიზანი არის ფერმერების დახმარება, სრულიან უანგაროდ.

image1

დღეისათვის საქართველოს მასშტაბით, აკადემიაში სრულიად უანგაროდ  გადამზადებულია  4000-ზე მეტი ფერმერი სხვადასხვა რეგიონებში,მიმართულების მიხედვით:

  • ბოსტნეული კულტურები
  • თხილი
  • ციტრუსი
  • კენკროვანი კულტურები
  • ხეხილი
  • ვენახი

თითოეულ ჯგუფი მოიცავს  ლექცია და 1 პრაქტიკულ მეცადინეობა:

· მცენარის გამოკვება;

· მავნებელ–დაავადებებთან ბრძოლა;

· სარწყავი სისტემის ტიპები და მათი მნიშვნელობა;

· მცენარეთა მოვლის სქემების განხილვა, ხარჯთაღრიცხვა, კულტურათა დივერსიფიცირების პრობლემები.

image2

რატომ აკადემია

  • ცოდნის და დახმარების უანგარო გაზიარება;
  • საჭიროებისამებრ ვიზიტები ნებისმიერ რეგიონში და ადგილზე მონიტორინგი;
  • ჩვენი წევრი ფერმერებისათვის ფასდაკლებები;
  • გაიცემა სერთიფიკატი

გაიღრმავეთ ცოდნა, დაეუფლეთ ახალ ტექნოლოგიებს და გახადეთ თქვენი მეურნეობა უფრო წარმატებული! 

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us