სწორად დაბალანსებული საკვები კარგად ზრდის მცენარეს, მის ფოთლოვან მასას, რომელიც განაპირობებს მცენარის სიძლიერეს!

კომპანია კარტლისი  გაგაცნობთ უმაღლესი ხარისხის ესპანური კომპანია CODA-ს მიერ წარმოებულ სტიმულატორს.

კოდაფოლი k35  მჟავა 35% K2O (წ/მ)  პრეპარატი, რომელიც  წარმოადგენს ფოთლიდან შესატან სასუქს კალიუმის მაღალი შემცველობით.

როდის გამოიყნება?

გამოიყენება იმ მომენტებში, როცა მცენარეს გააჩნია ყველაზე დიდი მოთხოვნილება კალიუმზე, განსაკუთრებით მოსავლის აღების წინ, რათა მოხდეს ნაყოფის ხარისხის გაუმჯობესება, შაქრის შემცველობის და ნაყოფის ზომის ზრდა და ასევე ჯანსაღი ფერის მიცემა ნაყოფისათვის.

რატომ კოდაფოლი k35?

ის არეგულირებს მცენარის სხვადასხვა ფუნქციებს, ისეთებს, როგორიცაა ფოტოსინთეზი და სუნთქვა. მისი არატუტე ფორმულაცია უადვილებს მცენარეს პრეპარატის ფოთლიდან ათვისებას და აგრეთვე, შესაძლებლობას იძლევს, რომ დამატებით გამოყენებულ იქნას ნაზავების pH ის სარეგულაციოდ.

გამოყენების დოზა ფოთლიდან:

ერთ შეტანაზე 250 – 300 მლ/ 100 ლ წყალზე.

გამოიყენება

1-2-ჯერ ნაყოფის დამსხვილების პერიოდში.

იხ. (დაკლიკეთ) კომპანია CODA –ს პროდუქციის კატალოგი

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us