ფერმერი იოსებ ვარდოშვილი

იმ დროს, როდესაც რეგიონების მოსახლეობა მასობრივად ტოვებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს დაუმუშავებლად და წყვეტს ტრადიციული კულტურების მოვლა-მოყვანას, იოსებ ვარდოშვილი თბილისიდან ლაგოდეხში წარმატებით მართავს საკმაოდ დიდ მეურნეობას.

იოსებ ვარდოშვილი სეზონის ბოლოს გვესტუმრა და საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა. ახალბედა ფერმერთათვის ალბათ საინტერესო იქნება მისი წარმატებული მაგალითის განხილვა.

კერძო ბიზნესსა და საჯარო სექტორში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, იოსებ ვარდოშვილმა  სოფლის მეურნეობაშიც გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა.

წლების მანძილზე ფერმერს კავშირი ქონდა სხვადასხვა კულტურის მოვლა-მოყვანასთან (ვაზი, თხილი და ხორბალი) თუმცა, წელს პირველად, 40 ჰა ფართობზე სიმინდის კულტურის მოყვანას დამოუკიდებლად შეეჭიდა.

რთული წლის მიუხედავად, ფერმერი მოსავლით კმაყოფილია. მისმა მაგალითმა კი აჩვენა, რომ სწორი დაგეგმარების შემთხვევაში, შესაძლებელია საკმაოდ დიდი ფართობების წარმატებული მართვა თბილისიდან.

 

იოსებ ვარდოშვილს მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილება ფერმერული მეურნეობის ეფექტურ დაგეგმარებაში დაეხმარა და  საკითხს თავიდანვე სწორად მიუდგა.

მცენარის ვეგეტაციის ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე ის თბილისიდან ლაგოდეხში ჩადიოდა. ესწრებოდა და თავად ხელმძღვანელობდა აგროტექნიკურ ღონისძიებებს.

 

 

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us