კარტლისი გთავაზობთ, მსოფლიოში N1 სათესლე სიმინდს, რომელიც ამერიკული კომპანიის მიერ არის წარმოებული და „პიონერის“ სახელით იცნობენ, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის კომპანია „კარტლისი“.

უამრავი ჯიში დაინერგა და გამოიცადა სხვადასხვა რაიონში ამ წლების განმავლობაში.

დღეს კი კერძოდ ვისაუბრებთ თეთრი სიმინდის ჰიბრიდზე პიონერი PR32B10-ზე, რომელიც კარგად მოერგო დასავლეთის ნიადაგებს.

მოცემული სათესლე მასალა გამოიყენება, როგორც სამარცვლედ ასევე სასილოსე წარმოებისთვის.

გამოირჩევა სიცივისადმი გამძლეობით და გააჩნია სიცხის მიმართ ამტანობა, ჩაწოლისადმი და დაავადებების მიმართ გამძლეობის დიდი უნარი აქვს. არის მაღალმოსავლიანი ჰიბრიდი და მორწყვის და გამოკვების პირობებში ავლენს უმაღლეს პოტენციალს.

გამოსადეგია როგორც ფქვილის, ასევე ბურღულეულის დასამზადებლად, რაც შეეხება თესვის სიხშირეს ჰექტარზე, მცირე ტენიანობის შემთხვევაში ითესება 75000 მცენარე, ზომიერი ტენიანობის პირობებში 80000, ხოლო გასარწყავიანებული ნაკვეთის შემთხვევაში 90000 მცენარე და პოტენციური მოსავლიანობა ჰექტარზე 12დან 14 ტონამდეა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ყველა რეკომენდაციის და სარწყავის სისტემის დახმარებით 17 ტონა მარცვალი ავიღეთ ერთ ჰექტარ ფართობზე!

  • PR32B10 - სიმინდის ერთ-ერთი საუკეთესო, მაღალმოსავლიანი ჰიბრიდი;
  • სრულად ავლენს მოსავლიანობის მაღალ პოტენციალს კარგი მორწყვისა და გამოკვების პირობებში;
  • ძლიერი, მაღალი მცენარე კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით. მედეგია ჩაწოლის მიმართ, გამოირჩევა დიდი, მიმზიდველი თეთრი ტაროებით;
  • მარცვალი ხასიათდება მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით.
  • ვეგეტაცია: 130 დღე
  • მოსავლიანობა: 12-14 ტ/ჰა
  • თესვის სიხშირე: 75-90 ათასი მცენარე/ჰა
  • ტაროს მიმაგრება: შუა წელზე
  • ასაღები ტენიანობა: 18-20%

პიონერის კატალოგი - იხ.ბმული

სიმინდის დაცვის სქემა - იხ.ბმული

სხვა სიახლეები

პომიდვრის ვირუსგამძლე ჰიბრიდები

 

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

ენზა ზადენი მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში.

ფერმერული მეურნეობის რენტაბელობა მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსრეზისტენტული პომიდვრის სათესლე მასალის შეძენა.

ყველა ტიპის სარწყავსისტემა!

 

ნაყოფის ანალიზი!

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!

სალათის მოყვანის ტექნოლოგია კარტლისისგან!

 

,,Delphy International” -ის ექსპერტი  „კარტლისის აკადემიაში“

აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.

ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ  მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის  შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“,  მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის,  როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

ელჩის გულთბილი მიღება კარტლისის აკადემიას!

 

„კარტლისის აკადემიის“ ვიზიტი ჰოლანდიაში!

 

კარტლისი, AGQLab  ლაბორატორიაში!

 

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us