კომპანია კარტლისი გთავაზობთ, ბელგიური წარმოების სასუქს Gro Green-ების სერიის უმაღლესი ხარისხის თხევად გელს ,,ბლექ მეჯიკი“-ს. ამ უნიკალური კომპონენტების წყალობით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ნიადაგის დამლაშება, გავაუმჯობესოთ აერაცია და დრენაჟირება!

გელი ბლექ მეჯიკის გამოყენება შეგვიძლია შემდეგ კულტურებში: პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ხახვი, კარტოფილი, ნესვი, საზამთრო, სიმინდი, ხორბალი.

გელი ბლექ მეჯიკის გამოყენება აუმჯობესებს მცენარის მიერ საკვები ელემენტების უკეთ ათვისების უნარს, ხელს უწყობს ფესვთა სისტემის ზრდის პროცესს, აუმჯობესებს გამაგრებული ნიადაგის დასველების უნარს და ზრდის ნიადაგში ტენის შენარჩუნების უნარს.

ბლექ მეჯიკის ნიადაგში შეტანით მცენარეს უკეთ უნვითარდება ფესვთა სისტემა, ძლიერდება ფოტოსინთეზის პროცესი და რაც ყველაძე მთავარია მცენარე უკეთ ითვისებს მიწოდებულ საკვებს.

მისი გამოყენება შეგვიძლია ნებისმიერ კულტურაში ფერტიგაციით და ფოთლოვანი კვებით, ზრდის ნიადაგის ტენის შეკავების უნარს ძალიან გამომშრალ და გამაგრებულ ნიადაგებშიც კი.

ხარჯვის ნორმები:

  • ფერტიგაციით 3-8 კგ/ჰა
  • ფოთლიდან2-4 კგ/ჰა
  • დოზირება დამოკიდებულია კულტურაზე და ნიადაგის სტრუქტურაზე (ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე). არ არის რეკომენდებული გშერევა სხვა სასუქებთან ან პესტიციდებთან.

Gro Green-ები, რომლებიც გამოიყენება როგორც წვეთოვანი რწყვის (ფერგიტაციის) ასევე ფოთლიდან გამოკვების დროს მცენარის განვითარების ყველა ეტაპზე.

,,ბლექ მეჯიკი“ რომლის შემადგენლობაშია:

აზოტი (N)-12.2%, კალციუმი (CAO)-20.6%, მაგნიუმი (MGO)-0.31%. აგრეთვე ბორი (B), სპილენძი (CU),რკინა (FE), მანგანუმი (MN), მოლიბდენი (MO) და თუთია (ZN). მიკრო ელემენტები რომლებიც მოცემული გვაქვს გელის შემადგენლობაში ისეთი ფორმით რომელსაც მცენარე სრულად ითვისებს.

 იხილეთ ბმული.

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us