რუკოლა, გრილი სეზონის კულტურაა - ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი მისი განვითარებისთვის 10 -20 ცელსიუს გრადუსამდეა, ასეთ დროს ვიღებთ კარგი ხარისხის და გემოს ფოთლებს... 20 გრადუსზე ზევით კი, სწრაფად იწყებს ყვავილის ამოტანას და ასრულებს ფოთლების წარმოებას... სასურველი ნიადაგის PH - 6 - 7 ფარგლებშია.
უყვარს ჰუმუსით მდიდარი მსუბუქი ნიადაგი და საკმაოდ მომთხოვნია წყალზე... მიკრო და მაკრო ელემენტებზე საშუალოდ მომთხოვნია!
მოყვანის ორი მეთოდია გავრცელებული :
- პირდაპირი თესვა
- ჩითილის გამოყვანა-გადარგვა.
ნებისმიერ შემთხვევაში ნიადაგი უნდა დამუშავდეს/გაფხვიერდეს იდეალურად, რადგან პირდაპირი თესვისას პრობლემურია სარეველებთან ბრძოლა, ვინაიდან ისინი რუკოლასთან ერთად აღმოცენდებიან და ზღუდავენ მას, ამიტომ ამ მეთოდით მოყვანისას საჭიროა ხშირი მარგვლა/სარეველების მოცილება.
დაჩითილების მეთოდით მოყვანა სარეველების პრობლემას შედარებით ამცირებს და ეს პრობლემა სრულად ქრება თუ მის დარგვას მოვახდენთ პლასტიკის მულჩზე... პირდაპირი თესვის მანძილებია: რიგებს შორის 30 სმ. მცენარეებს შორის 7-10 სმ. ჩათესვის სიღრმე 5 მმ.
კარგ პირობებში ის აღმოცენდება დათესვიდან მე-4 მე-5 დღეს და აღმოცენებიდან 40 - 45 დღეში იწყება მოსავლის აღება. დაჩითილების მეთოდისას დარგვის მანძილებია: რიგებს შორის 30 სმ. ჩითილებს შორის 15 სმ.
საქართველოში, უმეტეს რეგიონში, რუკოლას მოყვანის კარგი სეზონია გაზაფხული და შემოდგომა, ხოლო სათბურში მისი წარმოება ზამთარშიც შეიძლება მინიმალური გათბობით.
მავნებელ დაავადებებზე რუკოლას დამუშავება, ვეგეტაციის განმავლობაში, საჭიროა დაახლოებით 3 - 4 ჯერ.
რუკოლა - იხ.ლინკი