კომპანია ,,კარტლისი“ 23 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის სფეროში და ფერმერებს სთავაზობს ხარისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. იგი ყოველთვის ითვალისწინებს ბაზრის ტენდენციებს და ზოგჯერ ფერმერებს თვითონ კარნახობს სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. ხარისხიანი სათესლე მასალის შერჩევა ფერმერისათვის არის წარმატების გარანტია.

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

ენზა ზადენი მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში.

ფერმერული მეურნეობის რენტაბელობა მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსრეზისტენტული პომიდვრის სათესლე მასალის შეძენა.

ვირუსი ეს გახლავთ არაუჯრედული ინფექციის გამომწვევი აგენტი, რომელიც ვითარდება მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმის უჯრედში. ვირუსი აზიანებს ყველა ტიპის ცოცხალ ორგანიზმს. ვირუსებს ავრცელებენ გადამტანი ორგანიზმები, როგორიცაა ქვეწარმავლები, სოკოები, მავნებლები. მცენარე შეიძლება, რამოდენიმე ვირუსით ერთდროულად იყოს დაინფიცირებული, ვირუსით დაზიანების სიმპტომები ხშირად ჰგავს აბიოტური ფაქტორებით (სინათლე, ტემპერატურა, ტენიანობა, ირიგაცია) გამოწვეული სტრესის სიმპტომებს, ასევე მინერალური სასუქების დეფიციტის სიმპტომებს, პესტიციდებისა და ზრდის სტიმულატორების ფიტოტოქსიკურობის ნიშნებს.

ხშირად დავირუსებულ მცენარეს უვითარდება ქლოროზი, რომელიც გამოწვეულია ფოტოსინთეზის არასრულყოფილი მიმდინარეობის პროცესით, ვირუსი იწვევს ქლოროპლასტების წარმოშობის შეფერხებას მცენარეში, რის შედეგადაც ჩნდება ნათელი წერტილები ფოთლებზე, რომელზეც კვლევის შედეგად 250-ჯერ მეტი ვირუსული ნაწილი, ვიდრე ფოთლის მწვანე ნაწილში.

პომიდვრის მოზაიკა  TOMV,  TOMATO MOSAIC TOBAMOVIRUS

Image

ამ ვირუსის გამომწვევია ტობამოვირუსი,  ყველაზე უმცირესი ეპიდერმისის დაზიანება ამ ვირუსით,  იწვევს ვირუსის მოხვედრას მცენარეში,  ის ნელ-ნელა გადაადგილდება ქსოვილიდან ქსოვილში ფოთლის ფარგლებში, იჭრება ფლოემაში, შემდეგ გადადის ნაყოფში, სხვა ფოთლებში და შემდეგ ფესვებში. თუ დაინფიცირება მოხდა ფესვიდან, ამ შემთხვევაში 30 დღე სჭირდება მის გადადგილებას სხვა ორგანოებში.

ვეგეტაციის შუა პერიოდში დაინფიცირებისას იმატებს დეფორმირებული და დაზიანებული ნაყოფები. დაინფიცირების წყარო შეიძლება იყოს  სხვადასხვა ინვენტარი, ნარჩენები, სადაც ვირუსი ცოცხლობს თითქმის 2 წელი, სარეველები და ასევე პომიდვრის წვენი. დღეისათვის თანამედროვე კომპანიები ცდილობენ ვირუს გამძლე ჰიბრიდების შექმნას და ალბათობა იმისა რომ თესლიდან შეყვეს მცენარეს ვირუსი ნულია.

პირველი ნიშნები პომიდვრის დაინფიცირების არის ფოთლის სიხუჭუჭე,  ხოლო უფრო მოგვიანებით ვითარდება ქლოროზი და ყვითელი მოზაიკა, რომელიც ვითარდება მხოლოდ ახალგაზრდა ფოთლებზე. შემდეგ  ფოთლები იხვევა, ნაყოფი რჩება პატარა და არათანაბრად მწიფდება.

30 გრადუსზე ზემოთ ტემპერატურის შემთხვევაში იზრდება დანეკროზებული ნაყოფების რაოდენობა.  ვირუსით მასიური დაინფიცირება იწვევს მოსავლის 70% დაკარგვას.

პომიდვრის ფოთლების სიხუჭუჭე

TYLCV TOMATO YELLOW LEAF CURL VIRUS

ეს ვირუსი პირველად იდენტიფიცირებულ იქნა ისრაელში 1964 წელს,  შემდეგ უკვე უზბეკეთში და უკრაინაში. ეს ვირუსული დაავადება განსაკუთრებით საშიშია თუ მცენარე ადრეულ პერიოდში დაინფიცირდა, ამ შემთხვევაში მცენარე ანელებს ზრდას და არ ინვითარებს ნაყოფს. ხოლო დიდ მცენარეებში ნაყოფები,  რამოდენიმე ხანი მწიფდება და აქვს სასაქონლო სახე.

შემდეგი დაავადების სიმპტომატიკა ვითარდება შემდეგნაირად: ყვავილების გაცვენა, ნაყოფების სიწვრილე. ეს დაავადება ხშირად ეშლებათ სტოლბურ ვირუსში , რადგანაც დაავადებული მცენარე ძალიან იბუჩქება, ფოთლები დეფორმირდება, ფოთლის მხოლოდ ზედა ნაწილში  ვითარდება ქლოროზი. ვირუსი არ გადადის  მცენარის წვენით და არც თესლით. ვირუსის გადამტანია ფრთათეთრა.

სტოლბური

გამომწვევი:  ფიტოპლაზმა Phytoplasma solani (PHLO)

პათოგენის გავრცელება ხდება მავნებელი მწერების მიერ, განსაკუთრებით ჭიჭინობელას (hyalesthes obsoletus) მიერ, რომელიც არის მარცვლოვანი კულტურის მავნებელი, ის   იზამთრებს  სარეველა მცენარეების ფესვებზე.

სიმპტომები:დაავადებული მცენარეები აჩერებენ ზრდას,  ხოლო ზედა ფოთლები ქლოროზდება და რედუცირდება. ფოთლები წვრილდება, მათი კიდეები მაღლა იწევს და ღებულობს იისფერ შეფერილობას.  ორმაგი ყვავილსაფარის ნაცვლად ყვავილი მარტივდება, ჯამის ფოთლები ძლიერ ვითარდება. ნაყოფს აქვს გამჭვირვალე იერი,  არის     აჭრელებული  და გახევებული.

რა პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ, რომ ავირიდოთ თავიდან ვირუსის გავრცელება:

1.ვირუსგამძლე თანამედროვე ჰიბრიდების შერჩევა.

2.ბრძოლა პათოგენის გამავრცელებელ მავნებლებთან.

3.ბრძოლა სარეველებთან

4.დაზიანებული მცენარეების გატანა ნაკვეთიდან.

ვირუსგამძლე ჰიბრიდების შერჩევისა და პომიდვრის მოვლა-მოყვანის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, დაუკავშირდით კომპანია ,,კარტლისის“ სპეციალისტებს.

                                                                             

სხვა სიახლეები

კარტლისის აკადემია, რომელიც პირველი უპრეცედენტო პროექტი გახლავთ,  მიზნად ისახავს ფერმერების ცნობიერების ამაღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში!

ფერმერებს კარტლისის აკადემიაში შეუძლიათ სრულიად უანგაროდ მიიღონ ცოდნა და დაეუფლონ თანამედროვე მიდგომებსა და გამოცდილებებს.

სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ კარტლისის აკადემიას კიდევ ერთი ძლიერი პარტნიორი შეემატა, საერთაშორისო დონის ორგანიზაცია როგორიცაა: ,,Delphy International”.

კომპანია კარტლისის მოღვაწეობის სფერო, სოფლის მეურნეობა გახლავთ, ყველაფერი ერთ სივრცეში:

  • სათესლე მასალა
  • პესტიციდები
  • სასუქები
  • სარწყავი სისტემები
  • დეზინფექტანტები
  • სხვადასხვა სასოფლო მეურნეობის ინვენტარი

24 წლიანმა დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ, კომპანიას მისცა საშუალება შექმნილიყო 2017 წელს უპრეცედენტო პროექტი კარტლისის აკადემია, რომლის მთავარი მიზანი არის ფერმერების დახმარება, სრულიან უანგაროდ.

იმისათვის, რომ წლის განმავლობაში არ შეექმნას სხვადასხვა სახის პრობლემები ჩვენს მოსავალზე, უნდა მოხდეს გამხმარი ხეების და დაზიანებული ტოტების შეჭრა და ფართობიდან გატანა. მიზანშეწონილია გაისხვლას და მოცილდეს დაიანებული ქერქი. აღნიშნული სამუშაოების შესრულების შემდეგ კი, დაიგეგმოს ადრე გაზაფხულზე პირველი წამლობა ანუ, მავნე ორგასნიზმების წინააღმდეგ ღონისძებები. ამის გათვალისწინებით კარტლისი გირჩევთ შემდეგი სახის პრეპარატებს:

სიპკამოლი

სატაცური (Asparagus) ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო მრავალწლიანი ბოსტნეული კულტურაა. თუ ადრე ძნელად ხელმისაწვდომ დელიკატესად მიიჩნეოდა, დღეს მისი მოყვანა უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი.

ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად კარტლისში უკვე გექნებათ საშუალება შეიძინოთ სატაცურის თესლი, სადაც სპეციალისტებისა და კარტლისის აკადემიის დახმარებით შეძლებთ, სატაცურის მოვლა-მოყვანა წარმატებულ ბიზნესად აქციოთ!

ყველა ფერმერმა იცის რომ მხოლოდ საკვები ელემენტებით ნიადაგის გამდიდრებით მოსავალს ვერ მიიღებს, ამისთვის საჭიროა რეგულარულად დაცვის სქემის მიხედვით ბაღების მოვლა.

პირველ ეტაპზე სხვლა ფორმირება და ბაღის დასუფთავება ნარჩენი ფოთლებისგან, შემდეგ კი, მინერაულური ზეთით და სპილენძიანი პრეპარატით უნდა მოხდეს დამუშავება.

კარტლისი გთავაზობთ უნიკალურ ესპანურ ბიო (ორგანულ) პროდუქციას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წარვუდგინეთ ქართველ ფერმერებს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა!

კარტლისი ქართულ ბაზარზე მრავალი წელია ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეხმარება ფერმერებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში კარტლისის აკადემიის სახით და სთავაზობს ხარისხიან პროდუქციას!

კარტლისი გთავაზობთ ისეთ ესპანურ ბიო პროდუქციას როგორიცაა: კოდაჰუმუს 20, კოდაქველი, კოდამინ მიკრორადიკულარი. ეს ბიო პრეპარატები სხვადასხვა დანიშნულებით ორგანულ მიწათმოქმედებაში გამოიყენება.

T.ABSOLUTA მავნებელი, რომელიც აზიანებს ძაღლყურძენასებრთა ოჯახს და განსაკუთრებით კი, პომიდორს, ის მნიშვნელოვან ეკონომიურ ზარალს აყენებს ფერმერულ მეურნეობებს უამრავ ქვეყანაში. მისი წარმოშობის ქვეყნად ითვლება ლათინო ამერიკა, იქიდან გავრცელდა ჩრდილოეთ აფრიკაში და ევროპაში. პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე 2011–2016 წლებიდან მოდის.

კომპანია კარტლისის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ასევე გახლავთ სარწყავი სისტემები, რომელიც სთავაზობს მომხმარებელებს დღეისათვის მსოფლიოში არსებულ ყველა ტიპის სარწყავ სისტემებს, წვეთოვანს, დაწვიმებით სტაციონარულს, მობილურ დასაწვიმებელ კოჭებს და ღერძულ საირიგაციო სისტემებს.

პროექტები უნივერსალურია და ადვილად შეიძლება იქნას გამოყენებული სხვადასხვა კულტურებისათვის, ასევე ადვილად შესაძლებელია წვეთოვანიდან დაწვიმებით მორწყვაზე გადასვლა.

როგორც მოგეხსენებათ, წყლის სწორ განაწილებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი ზრდისათვის.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us