ყველა ფერმერმა იცის რომ მხოლოდ საკვები ელემენტებით ნიადაგის გამდიდრებით მოსავალს ვერ მიიღებს, ამისთვის საჭიროა რეგულარულად დაცვის სქემის მიხედვით ბაღების მოვლა.

პირველ ეტაპზე სხვლა ფორმირება და ბაღის დასუფთავება ნარჩენი ფოთლებისგან, შემდეგ კი, მინერაულური ზეთით და სპილენძიანი პრეპარატით უნდა მოხდეს დამუშავება.

image

ამ პროცედურების ჩატარებამდე უმნიშვნელოვანესია ნიადაგის გამდიდრება და საკვები ელემენტების მიწოდება ხეხილისთვის.

ამისთვის კი კარტლისი გირჩევთ ნიადაგში შესატანი სასუქების სახით წარმოდგენილი ფრანგული წარმოების სასუქები: ევროტიმი დუო და ევროპაკი გამოიყენოთ, რომელიც განკუთვნილია ყველა ნიადაგისთვის, ის ბევრმა ფერმერმა გამოსცადა, ის მრავალი ათეული წელია მსოფლიო ბაზარზეა და წარმოგვიდგენს უნიკალურ შესაძლებლობების მქონე სასუქს, ევროტიმს და ევროპაკს, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიო ბაზარზე, ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ მისი გამოყენება ერთნაირად ეფექტურია ყველა ტიპის ნიადაგისთვის.

ევროტიმი          ევროპაკი

               ევროტიმი                                                 ევროპაკი

უნიკალური სასუქი, რომელიც ერთნაირად ეფექტურია, როგორც ტუტე, ასევე მჟავე ნიადაგში.

ცნობილია, რომ ნიადაგში არსებული ქიმიური ელემენტები ადვილად შედიან რეაქციაში ფოსფორთან, ბოჭავენ მას და ხელმიუწვდომელს ხდიან მცენარისათვის. ნიადაგის მჟავიანობის მაჩვენებლის სიდიდიდან გამომდინარე ფოსფორის 40-60% იბოჭება კალციუმის, ალუმინის და სხვა ელემენტების მიერ და ხელმიუწვდომელი ხდება მცენარისათვის.

ფრანგული კომპანია TimacAgro-ს მეცნიერებმა შექმნეს და დააპატენტეს უნიკალური ორგანული კომპლექსი MPPA (მპპა), რომელიც მიიღება ბუნებრივი მცენარეული ნედლეულისაგან.

MPPA (მპპა) იცავს სასუქის შემადგენლობაში შემავალ ფოსფორს ბლოკირებისაგან როგორც ტუტე ასევე მჟავე ნიადაგებში. სწორედ MPPA-ს (მპპა) შემცველობა ხდის ევროპაკს გამორჩეულ სასუქად.

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us