კარტლისის აკადემია, რომელიც პირველი უპრეცედენტო პროექტი გახლავთ, მიზნად ისახავს ფერმერების ცნობიერების ამაღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში!
ფერმერებს კარტლისის აკადემიაში შეუძლიათ სრულიად უანგაროდ მიიღონ ცოდნა და დაეუფლონ თანამედროვე მიდგომებსა და გამოცდილებებს.
სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ კარტლისის აკადემიას კიდევ ერთი ძლიერი პარტნიორი შეემატა, საერთაშორისო დონის ორგანიზაცია როგორიცაა: ,,Delphy International”.
ეს ორგანიზაცია უკვე ათეული წლებია აერთიანებს მსოფლიო დონის ექსპერტებს სოფლის მეურნეობის სფეროში, მათი პროგრამები და ტრენინგები ეხმარება მრავალი ქვეყნის ფერმერებს, რომ აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია და მიიღონ თანამედროვე გამოწვევებზე პასუხი.
,,კარტლისის აკადემიასა და „Delphy International“-ის ერთობლივი პროექტი ,,ხარისხიანი ნერგის წარმოების ხელშეწყობა“ უკვე დაიწყო, მან საკმაოდ დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია.
პარტნიორი ორგანიზაციის ტრენერები, ამ პროექტის ფარგლებში უკვე გეგმავენ ვიზიტებს საქართველოში, რათა ჩაუტარონ ქართველ ფერმერებს ტრენინგები და პრაქტიკული მასტერ-კლასებს სანერგე მეურნეობის სფეროში.