კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.