ნემატოდების უმეტესობა უპირატესად აზიანებს მცენარის მთავარ ფესვებს,  რაც ხელს უწყობს მათში პათოგენური ორგანიზმების შეღწევას, ისინი მცენარეში გამოყოფენ სპეციფიკურ ფერმენტებს, რისი ზემოქმედებით ფესვები დიდდება, დეფორმირდება და წარმოიქმნება გალები, რასაც შემდგომ ფესვთა სისტემის  დაშლა და მცენარის დაღუპვა მოსდევს.

ნემატოდები  მრავლდებიან კვერცხით, რომელსაც მდედრი  დებს სუბსტრატზე ან გალში კვერცხის დების პროცესი მიმდინარეობს  14-15 გრადუსი ტემპერატურის პირობებში. ნემატოდას შეიძლება ჰქონდეს 1-5 თაობამდე.

მცენარეში  იჭრებიან ფესვის ბუსუსებიდან,  ბაგეებიდან, ჭრილობებიდან. ნემატოდები ერთი მცენარიდან მეორეზე ვრცელდებიან  ნიადაგით, მწვანე ოპერაციებით, ნაკელით და სხვ.

ბრძოლის აგროტექნიკური მეთოდი:

  •  პარაზიტის მიმართ გამძლე ჰიბრიდების დარგვა ;
  •   ნამყენი მცენარეების გამოყენება;
  •   ნიადაგების სოლარიზაცია;
  •  თესლბრუნვა სხვადასხვა ოჯახების მცენარეების გამოყენებით;

ბრძოლი ქიმიური  მეთოდი

ნიადაგის ფუმიგაცია

მაღალეფექტური   ინსექტიციდი - ნემატოციდი.  მოქმედი ნივთიერება: ოქსამილი 100 გ/ლ

მწარმოებელი: DuPont Solutions (France) S.A.S/საფრანგეთი . 

ვიდატი  - 10ლ   წარმოადგენს    კარბამატულ     ინსექტიციდსა  და   ნემატოციდს,  რომელიც უმთავრესად მოქმედებს მავნებლის ნერვულ სისტემაზე ნეიროტრანსმიტერული ფერმენტის აცეტილქოლინესტერაზას ინჰიბირების გზით. ვიდატი 10ლ გამოიყენება ნიადაგში დაფიქსირებული ზოგიერთი სახეობის ნემატოდების, მათ შორის ცისტიანი ნემატოდების, თავისუფლად მცხოვრები ნემატოდებისა და ზოგიერთი მწოველი მავნებელი მწერის კონტროლის მიზნით. ვიდატი 10 ლ  ძალიან  სელექტიურია მცენარეების მიმართ. კულტურისა და მოყვანის პირობებიდან გამომდინარე უზრუნველოყოფს არა უმცირეს 30 დღიან კონტროლს.

ასევე საკმაოდ ეფექტური ნემატოდებთან ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდი.  საკმაოდ ეფექტურია, სადაც ნემატოდებია გავრცელებილი იმ ადგილას ფრანგული მარიგოლდის დათესვა, მისი ფესვებიდან გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერება ეფექტურად აკონტროლებს ნემატოდების პოპულაციებს,  მისი გამოყენება ეკოლოგიური თვალსაზრისითაც სრულიად უსაფრთხოა.

ლელა გვასალია

კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელი / ბოსტნეული კულტურების პროდუქტ მენეჯერი

ტელ: 599-03-77-03

ელ-ფოსტა: [email protected]

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us