აფეტი მთელს მსოფლიოში დღეისათვის ნამდვილად უკონკურენტო საშუალებაა ფუზარიოზის, თეთრი და ნაცრისფერი სიდამპლის, ვაშლი ქეცის თავიდან ასაცილებლად!

აფეტის გამოყენება მნიშვნელოვნია, არა მარტო ფესვის ყელის სიდამპლესთან ბრძოლის თვალსაზრისით, არამედ სხვადასხვა კულტურაში თეთრი და ნაცრისფერი სიდამპლის თავიდან ასაცილებლად!

ახალი თაობის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი ხეხილის, ვაზის და ბოსტნეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. გააჩნია, როგორც დამცავი ასევე სამკურნალო თვისებები.

პრეპარატი შესხურებიდან რამოდენიმე წუთში აღწევს მცენარის ქსოვილში, ხოლო დამუშავებიდან 1 საათში ის უკვე აღარ ირეცხება მოულოდნელად მოსული ნალექით. პრეპარატს ახასიათებს უაღრესად მაღალი ეფექტურობა ვაშლის ქეცის გამომწვევი სოკოს წინააღმდეგ და მრავალი კულტურის სიდამპლეების გამომწვევი სოკოების სპორების წინააღმდეგ.

ფესვის ყელის სიდამპლე დიდი პრობლემაა ფერმერებისათვის, როგორც ჩითილობის, ასევე შემდეგ ფაზებში.

პრობლემის თავიდან ასაცილებლად კომპანია კარტლისი გთავაზობთ იაპონურ პრეპარატს აფეტს, მისი გამოყენებით ფერმერმა შეიძლება მაქსიმალური შედეგი მიიღოს!

კულტურა: ატამი, ვაშლი, თეთრთავიანი კომბოსტო, მარწყვი, პომიდორი, სალათა, ყვავილოვანი კომბოსტო, ყურძენი, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, ხახვი.

მოქმედი ნივთიერება: პენთიოპირადი 200 გ/ლ

პრეპარატული ფორმა: სუსპენზიური კონცენტრატი

მწარმოებელი: Mitsui chemicals agro,

მწარმოებელი ქვეყანა: იაპონია

დამატებითი ინფორმაციისთვის და პრეპარატის შესაძენად გადადით ბმულზე.

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us