კარტლისის აკადემიის რეკომენდაციები:
ცვლილებების აუცილებლობა აგრარულ სექტორში
რა სჭირდება ფერმერს ?
• მაღალი მოსავალი, დაავადებებისა და მავნებლებისგან დაცვა, მოწოდება-გასაღების თანაფარდობა, პროდუქციის მაღალი ფასი
მომხმარებელს:
• საკვები, არომატი და გემო, მისაღები ფასი, პროდუქციის ხელმისაწვდომობა, აგრო-ტურიზმი
გარემოს:
• კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაცია, უსაფრთხო საკვები, გარემოსდაცვითი განვითარება სათბურების ეფექტურად მართვისათვის , პირველი საფეხური რასაც ვახორციელებთ არის მონიტორინგი.
რა არის მონიტორინგი
არსებული მავნებლის აღმოჩენა:
- პირდაპირი დაკვირვება მავნებელზე
- არაპირდაპირი დაკვირვება:ზიანი, სიმპტომი
- მავნებლის განვითარების დინამიკის შეფასება.
რატომ ვიყენებთ მონიტორინგს ?
- პრობლემის ადრე გამოვლენა
- მავნებლის იდენტიფიკაცია
- მავნებლის გამრავლებაზე დაკვირვება
- IPM პროგრამის დასაწყებად იდეალური მომენტის შერჩევა
- რეზისტენტობის თავიდან აცილება
IPM სტრატეგია სათბურში მოიცავს სამ მიმართულებას:
კულტურული: დეზინფექცია, ჰიგიენა (სარეველები, მუშა-ხელი, ხელსაწყოები)
ბიოლოგიური: პრედატორები, პარაზიტი, ბაქტერია, ფერომინი
ქიმიური წამლობა: ნაშთებზე კონტროლი, თავსებადობა, გვერდითი მოვლენების შეფასება
მცენარის ინტეგრირებული დაცვის მიზანია:
- სწორი და დროული წამლობა
- გარემოზე ზემოქმედების შეფასება
- ქიმიური წამლობის დროს ლოდინის პერიოდების დაცვა.
- უსაფრთხო პროდუქციის წარმოება/ნაშთების კონტროლი.
კულტურული მეთოდი-კულტურული მენეჯმენტი.
ფაქტორები:
- მყნობა
- კლიმატი, ირიგაცია, ნიადაგის განოყიერება
- რეზისტენტული ჯიშებისა და ჰიბრიდების შერჩევა;
- კვების არე/მცენარეთა დარგვის სიხშირე;
• ჰიგიენა : ინფრასტრუქტურის გაწმენდა:
- დეზინფექცია: ხელსაწყოები, ნიადაგის სუბსტრატი, სარწყავი მილები. სარეველების, დაზიანებული და დაავადებული მცენარეების გატანა მავნებლის წყაროების პრევენცია და აღმოფხვრა (სათბურში ვიზიტორის შესვლაზე კონტროლი, სამუშაო ფორმის მოხმარება).
- ინფიცირებული ადგილის დეზინფექცია, ჯანსაღი-სარგავი მასალა, უნდა იყოს თავისუფალი: მავნებლის/დაავადების/ნაშთებისაგან.
• ფიზიკური ბარიერების შექმნა
- მწერებისგან დამცავი ბადე
- ორმაგი კარი
- წებოვანი ხაფანგები
• ნიადაგი/სუბსტრატის გამოყენება
• დაზიანებული ადგილის დაფარვა
მონიტორინგი მცენარეზე
- დათვალიერება: ფოთოლი, ნაყოფი, ყვავილი.
- დეფორმირებული ნაყოფი
- ნეკროზული წერტილები ფოთოლზე
- ვირუსის სიმპტომები
- კვების მონიტორინგი
- და სხვა
კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელი
ლელა გვასალია