Phosphoric acid

H3PO4

 

დანიშნულება: წყალში ხსნადი სასუქი მცენარეების ფერტიგაციის (წვეთოვანი მორწყვის) გზით გამოსაკვებად.

ფასი

35 კგ (85%-იანი) - 462 ლარი

უპირატესობები:

  • სხვადასხვა მცენარეული კულტურები სხვადასხვაგვარად ეგუებიან ტუტე რეაქციის მქონე ნიადაგებს. შესაძლებელია მცენარე ცოცხლობდეს მაღალი pH-ის მქონე ნიადაგზე, თუმცა ასეთ არეში ყველა მისთვის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პროცესი იქნება შეფერხებული. კერძოდ, არ მოხდება ძირითადი მიკრო და მაკრო ელემენტების შეთვისება იმ რაოდენობით რაც საჭიროა მცენარის სრულფასოვანი განვითარებისათვის.
  • ნიადაგის მაღალი pH-ი უკვე აღარ წარმოადგენს მაღალი დანახარჯებით გადასაჭრელ პრობლემას. წვეთოვანი მორწყვის სისტემის პირობებში ფოსფორმჟავას საშუალებით შესაძლებელი არის ნიადაგის pH-ის რეგულირება. ეს პროდუქტი ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანი ალტერნატივაა კარბონატულ ნიადაგებზე ნიადაგის pH-ის გასანეიტრალებლად და მცენარისათვის ფოსფორის მარაგის შესავსებად.
  • მცენარის ფესვის არეში ფოსფორმჟავას ხსნარის მოხვედრის დროს ხდება ფესვის გარშემო არსებული ნიადაგის pH-ის ნეიტრალურისკენ დაწევა, დაბლოკილი საკვები ელემენეტების გამოთავისუფლება და მცენარისათვის შესათვისებელ ფორმაში გადაყვანა. ფოსფორმჟავას მოქმედების შედეგად მცენარე სრულფასოვნად იყენებს ნიადაგში არსებულ, მანამდე მიუწვდომელ საკვებ რესურსს.
  • 75%-იანი ფოსფორმჟავა ასევე გამოიყენება, როგორც ფოსფორის მაღალი შემცველობის მქონე სასუქი. 100 ლიტრი ფოსფორჟავა არის 52 კგ ფოსფორის (V) ოქსიდის ექვივალენტი მცენარისათვის ადვილად შესათვისებელი ფორმით.

 

კულტურები:

გამოყენების ნორმა ფესვიდან კვების დროს:

(ფერტიგაცია / წვეთოვანი მორწყვა)

ბოსტნეული, ბაღჩეული კულტურები 3 - 5 ლ/ჰა
ზეთისხილი, ვაზი

5 - 7 ლ/ჰა

კაკალი, ნუში

5 - 7 ლ/ჰა

ვაშლი, ატამი, ვაშლატამა

5 - 7 ლ/ჰა

გარგარი, ქლიავი

5 - 7 ლ/ჰა

პრეპარატი არ გამოიყენება ფოთლიდან კვების დროს!

  

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us