მისი ისტორია, სოფლის მეურნეობის სფეროში მაშინ დაიწყო, როდესაც ის გახდა კარტლისის აკადემიის წევრი და სპეციალისტებთან ერთად შეუდგა დაგეგმარებას!

200 მეტრით დაიწყებული მეურნეობა, ეხლა 2,5 ჰექტარის წარმოადგენს!

აკადემიის წევრი, ფერმერი აჭარის რეგიონიდან – ნადიმ მელაძე,  რომელიც გახლავთ  ხილ-ბოსტნეულის სადისტრიბუციო კომპანია ,,მელა“-ს  ხელმძღვანელი და ამავდროულად ახორცილებს სალათის კულტურის მოვლა/მოყვანას.  

კარტლისის აკადემიაში მან გაიარა ლექცია-სემინარების შემდეგი კურსი:

  • ბოსტნეული კულტურების სწორი გამოკვება
  • მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული დაცვა
  • საწყავი სისტემების ტიპები და მათი მნიშვნელობა
  • ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ხარჯთაღრიცხვა, მათი მოვლა-მოყვანის სქემები და ახალი ტექნოლოგიები!

საუბარში ნადიმი აღნიშნავს, რომ როგორც ფერმერი  ის დიდხანს ცდილობდა მიზნის მიღწევას, თუმცა პირველ ეტაპზე ის ვერ ღებულობდა სათანადო შედეგს და დასჭირდა მრავალი ცდის ჩატარება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარტლისის აკადემიაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება, ასევე  მისი სწორი მიდგომა და შემართება გახდა ახალგაზრდა ფერმერის  წარმატების გასაღები.  დღეს მისი სასათბურე მეურნეობა გაზრდილია და კვირაში 2-2,5  ტონა სალათის პროდუქციით ამარაგებს აჭარის რეგიონში,  სხვადასხვა კაფე-რესტორნებსა და სასტუმროებს.

მოგეხსენებათ, რომ აჭარაში ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად ბოსტნეულ კულტურაზე მოთხოვნაც იზრდება და ფერმერი კარტლისის სპეციალისტებთან ერთად აქტიურ სამზადისშია.  მისი მიზანია, როგორც პროდუქციის წარმოების,  ასევე ასორტიმენტის  გაზრდა.

კარტლისის აკადემია, კვლავ აქტიურად  უწყობს ხელს ქართველი ფერმერების ცნობიერების დონის ამაღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში და გეგმავს მათთან ერთად საჭირო ქმედებებს 

სხვა სიახლეები

პომიდვრის ვირუსგამძლე ჰიბრიდები

 

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

ენზა ზადენი მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში.

ფერმერული მეურნეობის რენტაბელობა მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსრეზისტენტული პომიდვრის სათესლე მასალის შეძენა.

ყველა ტიპის სარწყავსისტემა!

 

ნაყოფის ანალიზი!

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!

სალათის მოყვანის ტექნოლოგია კარტლისისგან!

 

,,Delphy International” -ის ექსპერტი  „კარტლისის აკადემიაში“

აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.

ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ  მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის  შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“,  მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის,  როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

ელჩის გულთბილი მიღება კარტლისის აკადემიას!

 

„კარტლისის აკადემიის“ ვიზიტი ჰოლანდიაში!

 

კარტლისი, AGQLab  ლაბორატორიაში!

 

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us