კომპანია კარტლისის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ასევე გახლავთ სარწყავი სისტემები, რომელიც სთავაზობს მომხმარებელებს დღეისათვის მსოფლიოში არსებულ ყველა ტიპის სარწყავ სისტემებს:
წვეთოვანს, დაწვიმებით სტაციონარულს, მობილურ დასაწვიმებელ კოჭებს და ღერძულ საირიგაციო სისტემებს.
პროექტები უნივერსალურია და ადვილად შეიძლება იქნას გამოყენებული სხვადასხვა კულტურებისათვის, ასევე ადვილად შესაძლებელია წვეთოვანიდან დაწვიმებით მორწყვაზე გადასვლა.
როგორც მოგეხსენებათ, წყლის სწორ განაწილებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი ზრდისათვის.
ყველა ფაქტორი უნდა იყოს დაბალანსებული სასურველი მიზნის მისაღწევად, წყლის თანაბარი განაწილებით.
ალბათ იკითხავთ, თუ რა რიგი პუნქტებია საჭირო, სარწყავი სისტემის დასამონტაჟებლად?
უპირველესად საჭიროა პროექტის შედგენა, რასაც გთავაზობთ კომპანია კარტლისის სპეციალისტები:
• ნაკვეთის დათვალიერება და ანალიზი;
• რწყვის რეჟიმების შერჩერვა მოცემული კულტურების და კლიმატურ-ნიადაგობრივი მონაცემების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყობს მაქიმალურ მოსავალს და საუკეთესო ხარისხს;
• დაგეგმვა;
• პროექტის შედგენა;
• საჭირო მასალის შერჩევა და მოწოდება;
• სამონტაჟო სამუშაოები;
• სისტემის მუშაობის მონიტორინგი;
• მომხმარებლის კონსულტაცია/სწავლება.