კომპანია კარტლისი გთავაზობთ, ნიადაგის ანალიზს ესპანურ AGQ LABS ლაბორატორიაში.

ნიადაგის ანალიზი მოიცავს: ძირითადი საკვები ელემენტების, მიკროელემენტების განსაზღვრას, ნიადაგის მექანიკურ ანალიზს და სხვა ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პარამეტრების განსაზღვრას.

შესაბამისად გთავაზობთ მომსახურების ორ პაკეტს: ნიადაგის სტანდარტულ და სრულ ანალიზს

 

 რისთვისაა საჭირო ნიადაგის ანალიზი?

 ნიადაგის ანალიზი წარმოადგენს ნიადაგის აგროქიმიურ კვლევას, რომელიც განსაზღვრავს მცენარისთვის ხელმისაწვდომი საკვები ელემენტების რაოდენობას, ნიადაგის ნაყოფიერებისთვის მნიშვნელოვან ქიმიურ, ბიოლოგიურ და ფიზიკურ პარამატერებს.

ნიადაგში არსებული საკვები ელემენტების შემცველობისა და ამ ელემენტებზე მცენარის კულტურის მოთხოვნის ცოდნით, დადგენილს ქიმიური ანალიზის შედეგად, მარტივდება შესაბამისი კვების სქემის შემუშავება მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მაღალი მოსავლიანობის მისაღებად.

ნიადაგის ანალიზის მიზანს წარმოადგენს:

  •  ნიადაგში საკვები ელემენტების ხელმისაწვდომობის ან მათი შეტანის აუცილებლობის დადგენა;
  •  დაგეგმილი მოსავლის მისაღებად საჭირო სასუქების რაოდენობის პროგნოზირება;
  •  უზრუნველყოს თითოეული კულტურისთვის ოპტიმალური კვების სქემის შემუშავება;
  •  ნიადაგის ნაყოფიერების მონიტორინგი.

                                             

                                 სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ნიადაგის ანალიზის საჭიროება:

  •  ინფორმაციის მიღება ნიადაგის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების შესახებ;
  •  ნიადაგის ნაყოფიერების მართვა;
  •  მცენარეთა კვების ოპტიმალური სქემის შემუშავება;
  •  თავიდან აირიდებთ ნიადაგის არასწორ განოყიერებას და მცენარის დაზიანებას;
  •  თავიდან აიცილებთ ნიადაგის ეროზიას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

პროდუქტ-მენეჯერი: ლელა ბუხნიკაშვილი  

მობ: +995 511 13 53 58   
ელ.ფოსტა:  
[email protected]

 

სხვა სიახლეები

პომიდვრის ვირუსგამძლე ჰიბრიდები

 

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

ენზა ზადენი მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში.

ფერმერული მეურნეობის რენტაბელობა მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსრეზისტენტული პომიდვრის სათესლე მასალის შეძენა.

ყველა ტიპის სარწყავსისტემა!

 

ნაყოფის ანალიზი!

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!

სალათის მოყვანის ტექნოლოგია კარტლისისგან!

 

,,Delphy International” -ის ექსპერტი  „კარტლისის აკადემიაში“

აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.

ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ  მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის  შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“,  მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის,  როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

ელჩის გულთბილი მიღება კარტლისის აკადემიას!

 

„კარტლისის აკადემიის“ ვიზიტი ჰოლანდიაში!

 

კარტლისი, AGQLab  ლაბორატორიაში!

 

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us