კარტლისის აკადემიცვლილებები აუცილებლობა აგრარულ სექტორში!

 

,,კარტლის აკადემია“  პირველი ინოვაციური და უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მიზნად ემსახურება ფერმერთა ცნობიერების ამღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში.

საქართველოს მასშტაბით, ჩვენ უკე გადავამზადეთ სრულიად უანგაროდ  გადამზადებულია 7000-ზე მეტი ფერმერი სხვადასხვა მიმართულებით!

რა  სჭირდება ფერმერს?

მაღალი მოსავალი, დაავადებებისა და მავნებლებისგან დაცვა, მოწოდება-გასაღების თანაფარდობა, პროდუქციის მაღალი ფასი.

მომხმარებელს

საკვები, არომატი და გემო, მისაღები ფასი, პროდუქციის ხელმისაწვდომობა, აგრო-ტურიზმი.

გარემოს

კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაცია, უსაფრთხო საკვები, გარემოსდაცვითი განვითარება.

სათბურების ეფექტურად მართვისათვის, პირველი საფეხური რასაც ვახორციელებთ არის მონიტორინგი.

რა არის მონიტორინგი ?

არსებული მავნებლის აღმოჩენა:

• პირდაპირი დაკვირვება მავნებელზე;
• არაპირდაპირი დაკვირვება: ზიანი, სიმპტომი;
• მავნებლის განვითარების დინამიკის შეფასება.

რატომ ვიყენებთ მონიტორინგს?

• პრობლემის ადრე გამოვლენა;
• მავნებლის იდენტიფიკაცია;
• მავნებლის გამრავლებაზე დაკვირვება;
• IPM პროგრამის დასაწყებად იდეალური მომენტის შერჩევა;
• რეზისტენტობის თავიდან აცილება

IPM სტრატეგია სათბურში  მოიცავს სამ მიმართულებას:

კულტურული: დეზინფექცია, ჰიგიენა   (სარეველები, მუშა-ხელი, ხელსაწყოები);
ბიოლოგიური: პრედატორები,  პარაზიტი, ბაქტერია, ფერომინი;
ქიმიური წამლობა: ნაშთებზე კონტროლი, თავსებადობა, გვერდითი მოვლენების შეფასება.

მცენარის ინტეგრირებული დაცვის მიზანია:

• სწორი და დროული წამლობა;
• გარემოზე ზემოქმედების შეფასება;
• ქიმიური წამლობის დროს ლოდინის პერიოდების დაცვა;
• უსაფრთხო პროდუქციის წარმოება/ნაშთების კონტროლი.

კულტურული მეთოდი-კულტურული მენეჯმენტი

ფაქტორები:

• მყნობა;
• კლიმატი, ირიგაცია, ნიადაგის განოყიერება;
• რეზისტენტული ჯიშებისა და ჰიბრიდების შერჩევა;
• კვების არე/მცენარეთა დარგვის სიხშირე;

ჰიგიენა:

ინფრასტრუქტურის გაწმენდა:

დეზინფექცია: ხელსაწყოები, ნიადაგის სუბსტრატი, სარწყავი მილები. სარეველების, დაზიანებული და დაავადებული მცენარეების გატანა მავნებლის წყაროების პრევენცია და აღმოფხვრა (სათბურში ვიზიტორის შესვლაზე კონტროლი, სამუშაო ფორმის მოხმარება);

ინფიცირებული ადგილის დეზინფექცია, ჯანსაღი-სარგავი მასალა, უნდა იყოს თავისუფალი: მავნებლის/დაავადების/ნაშთებისაგან.

ფიზიკური ბარიერების შექმნა:

• მწერებისგან დამცავი ბადე;
• ორმაგი კარი;
• წებოვანი ხაფანგები.

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us