კომპანია „კარტლისი“ 20 წელზე მეტია არის „ენზა ზადენი“-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს ბაზარზე

ორი კომპანიის თანამშრომლობამ, ქართველ ფერმერებს საშუალება მისცა უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალის გამოყენებით, მიეღო აქამდე მიუღწეველი შედეგები ბოსტნეული კულტურების წარმოებაში.

ამ წლების განმავლობაში ქართველი მომხმარებლისათვის პოპულარული გახდა ინდეტერმინატული პომიდვრის ჰიბრიდები: ,,ბელე“, ,,რალი“.”

,,ბერბერანა“, სლაისერის ტიპი კიტრის ჰიბრიდები ,,კორინტო“, სარგონი“, ასევე ბოსტნეული, ბაღჩეული, მწვანილისა და სანელებლების მრავალი ჰიბრიდი და ჯიში.

„კარტლისი“ყოველწლიურად ახდენს ახალი ჰიბრიდების გამოცდასა და დარაიონებას, რათა შემდგომ ფართო მომხმარებელს შეეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება.

„ენზა ზადენი“-ს სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას „კარტლისი“-ს მიერ ორგანიზებულ სემინარებსა და ღია კარის დღეებში, სადაც ქართველ მომხმარებელი იღებს სრულყოფილი ინფორმაციას მოწინავე ქვეყნებში დანერგილ უახლეს ტექნოლოგიებზე.

გარდა ამისა, ქართველ ფერმერებს ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ „ენზა ზადენი“-ს მიერ ჰოლანდიაში ყოველწლიურად ორგანიზებულ ღია კარის დღეებში, სადაც კომპანიის უახლესი მიღწევების გაცნობის გარდა, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩასული ფერმერები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

სხვა სიახლეები

კომპანია კარტლისი მუდმივად ზრუნავს აგროსფეროს განვითარებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვაზე.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მომავლისთვის უამრავ სიახლეს გეგმავენ, რაც ძალიან გაუმარტივებთ ფერმერებს მუშაობას და მაქსიმალურად მოკლე დროში მიაღწევინებს წარმატებას საკუთარ საქმიანობაში.

დღეს გვინდა გაგაცნოთ კარტლისის პრეპარატს „მიცუი ქემიკალ აგროს“ იაპონური პრეპარატი „სტარკლი“, ინსექტიციდი, რომელიც იდეალურია სხვადასხვა მავნებლებთან საბრძოლველად.

ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება, მის ხარისხზე კი კომპანია კარტლისი ზრუნავს, რომელიც მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს!

ამ პერიოდისთვის ვაზი იმყოფება ისვრიმობის დასაწყისში, ანუ ჩამოყალიბებული მწვანე მარცვალის ფაზაში!

კარტლისის პრეპარატების საშუალებით, იდეალურად გაიარა წინა ფაზები და წარმატებით დაასრულა ყვავილობაც, გამოიხორბლა და ახლა უკვე ნელ-ნელა მიიწევს სრული ისვრიმობისკენ!

ამ ეტაპზე, ვიყენებთ ისევ სისტემურ-კონტაქტურ პრეპარატებს, სპილენძის შემცველ კურზატს.

კომპანია ,,კარტლისი’’  23 წელზე საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, მისი მოღვაწეობის სფერო სოფლის მეურნეობა გახლავთ. კომპანიის სახელი ფერმერებში ასოცირდება ნდობასთან და ხარისხიან პროდუქციასთან, მისი პარტნიორები არიან მსოფლიოში  წამყვანი ევროპული და ამერიკული სოფლის  მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლები.

,,კარტლისი მუდმივად ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და სთავაზობს ფერმერებს მცენარის მოვლის უტყუარ სქემებს, რათა  ფერმერული მეურნეობა  საქართველოში იყოს უფრო რენტაბელური და წარმატებული.

საოცრად მსხმოიარე და გემრიელი მარწყვი, რომელიც კარტლისის კომპლექსური სასუქი 27-27-27 გროგრინ გელი ვეგეტაციის დამსახურება გახლავთ!

მონიტორინგის მიზნით კარტლისის სპეციალისტებმა მოინახულეს სასათბურე მეურნეობა ჩაქვში!

გროგრინ გელი გამოიყენება, ვეგეტაციის აქტიურ ფაზაში სტრესული გარემო პირობების შესარბილებლად და მაკრო და მიკრო ელემენტების დეფიციტის კორექციისთვის!

პრეპარატული ფორმა: გელი NPK კომპლექსური სასუქი 27-27-27 შეიცავს: B, Cu, Fe, Mn, Mo, Zn

ხშირად გვხვდება ისეთი ნიადაგები, რომლის რწყვის დროსაც არ ხდება წყლის შეღწევადობა ნიადაგში და ხდება ზემოდან გადავლა ან ისეთი ნიადაგები რომლის რწყვის დროსაც ხდება წყლის ჩადინება ნიადაგის ქვედა ფენებში,  რომელსაც მცენარე ვერ იყენებს.

სპეციალურად ასეთი ტიპის ნიადაგებისთვის არსებობს კომპანია კარტლისის ახალი პროდუქტი „ნუმატრიკი“,  რომელიც შეიცავს კალიუმის და მაგნიუმის ნაზავს, ორგანულ მჟავებთან ერთად და  რომელიც  შექმნილია სპეციალურად უსტრუქტურო ნიადაგებისთვის.

ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება, მის ხარისხზე კი კომპანია კარტლისი ზრუნავს, რომელიც მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს.
 
 ამჯერად კი გთავაზობთ, ვაზის ჭრაქის საწინააღმდეგო უახლეს და უნიკალურ პრეპარატს „ზორვეკ ვინაბელს“.
 
“ზორვეკ ვინაბელს” გააჩნია ოთხმაგი მოქმედება ჭრაქის გამომწვევ პათოგენზე, რაც უზრუნველყოფს მის შეუდარებელ და დაუჯერებელ ეფექტურობას:
- დამცავი მოქმედება - ხელს უშლი ზოოსპორების გავრცელებას და გაღივებას;

კარტლისი ქართულ ბაზარზე უკვე 23 წელია მოღვაწეობს და მიზანმიმართულია სოფლის მეურნეობის სფეროში შედეგების გრძელვადიანი პერსპექტივების შექმნაზე!

კარტლისის აკადემია გახლავთ, პირველი ინოვაციური და უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში!

აკადემიაში დღემდე გადამზადებულია 4000-მდე ფერმერი, სრულიად უანგაროდ სხვადასხვა მიმართულებით!

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us