უნიკალური ორგანული მეურნეობის პროდუქცია!

 

ცოტა ხნის წინ, კომპანიამ გააცნო ქართველ ფერმერებს უმაღლესი ხარისხის ესპანური კომპანია CODA-ს მიერ წარმოებული სტიმულატორები.

როგორც ხარისხიანი პროდუქციის მომწოდებელმა ამ შემთხვევაშიც ნდობა გაამართლა და ფერმერებმა გამოსცადეს ახალი პროდუქცია, შედეგმაც არ დააყოვნა და ყოველ სეზონზე უფრო აქტიურად იყენებენ კოდას მიერ წარმოებული სტიმულატორებს, სხვადასხვა კულტურაში.

ამჯერად წარმოგიდგენთ, ორგანულ მეურნეობაში გამოყენებისთვის განკუთვნილ პროდუქციას!

კოდამინ მიკრორადიკულარი -  ბიოსტიმულატორი  შედგებამცენარეული წარმოშობის ამინომჟავებისა და დაბალანსებული სპეციალური საკვები ელემენტებისგან. აქვს შემამჟავებელი მოქმედება, რეცხავს არასასურველ მარილებს და მცენარესთვის შესათვისებელ ფორმაში გადაყავს დაბლოკილი საკვები ელემენტები.

კოდაჰუმუს 20- თხევადი ორგანული კორექტორი ჰუმინური ექსტრაქტის ფუძეზე. აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ზრდის ნიადაგში არსებული სასარგებლო მიკრობების რაოდენობას და აძლიერებს მათ მოქმედებას. ზრდის ფესვის საერთო მასას და აუმჯობესებს წყლის შეკავების უნარს.

კოდაქველი- გამოიყენება თუთიისა და მანგანუმის ნაკლებობის აღმოსაფხვრელად. აუმჯობესებს მცენარის ზრდა-განვითარების პროცესს, ნაყოფის ხარისხსა და მოსავლიანობას. თუთიისა და მანგანუმის ერთობლივი მოქმედება აძლიერებას ფოტოსინთეზის აქტივობას, ცილების სინთეზს.

კოდა Zn-L - თხევადი თუთიის ხსნარი ლიგნოსულფონატებთან.  აღმოფხვრის თუთიის დეფიციტს და არეგულირებს მის შემცველობას. თუთია არეგულირებს მცენარისთვის მნიშვნელოვან ფერმენტულ პროცესებს, მონაწილეობას იღებს აზოტის გარდაქმნის ციკლში, წარმოადგენს ცილებს აუცილებელ სტრუქტურულ კომპონენტს.

 

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us