კარტლისი, AGQLab ლაბორატორიაში!
ესპანური ლაბორატორია #AGQLab წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიულ და ტექნოლოგიურ ცენტრს, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს 4 კონტინენტზე, 25 ქვეყანში და მათ შორის უკვე საქართველოში, კომპანია #კარტლისთან სწორედ, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენმა სპეციალისტმა ლელა ბუხნიკაშვილმა გაიარა ტრეინინგები და სწავლება ესპანეთში!
გაეცნო ლაბორატორატორიაში მიმდინარე პროცესებს, თანამედროვე ინსტრუმენტალურ-ანალიზურ მეთოდებს.
პროცესის მთელ ციკლს, თუ რა გზას გადის ნიმუში ლაბორატორიაში მიღებიდან, საბოლოო ანალიზის შედეგების მიღებამდე!
მეთოდებს გააჩნიათ დაბალი აღმოჩენის ზღვარი ე.ი. შესაძლებელია აღმოვაჩინოთ ნივთიერებები ძალიან მცირე შემცველობით არსებობის შემთხვევაშიც კი,
წამყვანი ინსტრუმენტალური მეთოდები საშუალებას გვაძლევს სწრაფად და ეფექტურად, ერთდროულად განსაზღვროს ნიმუშში რამდენიმე პარამეტრი, რაც მკვეთრათ ამცირებს ანალიზისთვის საჭირო დროს და საშუალებას გვაძლევს კლიენტს შევთავაზოთ ანალიზის პასუხები უმოკლეს დროში.
რაც მთავარია, ლაბორატორიაში არსებული აპარატურა (მაგ: HPLC/MS; GC/MS; IEC/MS; API-MS ) საშუალებას მოგვცემს დავეხმაროთ უფრო მეტად ქართველ ფერმერებს, რათა გავზარდოთ ანალიზის სანდოობა!