სალათის მოყვანის ტექნოლოგია კარტლისისგან!

 

სალათის კულტურა ყოველწლიურად უფრო  პოპულარული ხდება, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მისი მოყვანისას აუცილებელი წინაპირობაა ხარისხიანი ჩითილების წარმოება, სწორედ ის გვაძლევს რენტაბელობის გარანტიას

ჩითილის წარმოებისას აუცილებელია დავიცვათ ბიოტური და აბიოტური ფაქტორების გავლენა მცენარეზე.  მისი  გამოყვანის ოპტიმალური პირობებია: pH-5,5-6,5; T-დღე 20-22°C; ღამე 15-16°C; EC 1.5.

მნიშვნელოვანია 3-4 ფოთლის ფაზიდან ფესვის ყელის სიდამპლეებთან (Fusarium oxysporum f. sp. Lactucae, Pythium uncinulatum,  S. sclerotiorum) ბრძოლის პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, გამოვიყენოთ მაღალხარისხიანი პესტიციდები,  როგორებიცაა აფეტი, ნატურფოსი, ასევე რეკომენდებულია  მაღალფოსფორიანი და ამინომჟავებით მდიდარი სასუქების გამოყენება  (ბელგიური წარმოების სასუქები- გროგრინების სერიიდან და ესპანური ბრენდის პროდუქცია-კოდამინ რადიკულარი).

სალათის მოყვანა რეკომენდებულია როგორც სათბურში, ასევე ღია გრუნტზე, აგროვადების დაცვით, მისი მოყვანა სათბურში შესაძლებელია წელიწადში 5-6 ჯერ. სალათი ყინვაგამძლე მცენარეა, დასაშვებია ღამით +4-6°C;  დღისით +6-10°C; ოპტიმალური ტემპერატურა კი 15-16°C;  ტენიანობა- 60-80%; მოთხოვნა საკვებ ელემენტებზე:100კვ/მეტრზე: N-1.2კგ ; P2O5-0-5 კგ;  K2O-1,5კგ;  EC-1.5-2.5; pH-6-7;

ძირითადი ფაქტორები, რომელთაც გავლენა აქვთ მოსავალზე:

• საკვები ელემენტების შემცველობა;
• ჰუმუსის შემცველობა;
• ნიადაგის მჟავიანობის მაჩვენებელი;
• მარილიანობა;
• ტექსტურა.

ძირითადი საკვები ელემენტები: მაკროელემენტები-N,P,K,CA,MG,S; მიკროელემენტები: B,FE,ZN,MN,CU,MO;

P -ფოსფორი აუცილებელი ელემენტია, ის მონაწილეობს მზის ენერგიის მცენარის ქსოვილში გარდაქმნის პროცესში, შედის მნიშვნელოვანი ცილების სტრუქტურაში, ასტიმულირებს მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებისათვის.

N-აზოტი არის ცილის სტრუქტურის აუცილებელი კომპონენტი, შედის ქლოროფილის შემადგენლობაში, ღებულობს მონაწილეობას ნივთიერებათა ცვლაში.

K-კალიუმი მონაწილეობს სახამებლის, შაქრების , ზეთის წარმოქმნის და გადაადგილების პროცესში.მცენარეში წყლის შეკავების პროცესებში, აუცილებელია მცენარის ნაყოფის წონის, გემოს, ფერის ჩამოსაყალიბებლად.

ხარისხიანი პროდუქციის მიღება თითქმის 90%-ით დამოკიდებულია სათესლე მასალაზე, კომპანია ,,კარტლისი“  გთავაზობთ მრავალფეროვანი ჰოლანდიურ სათესლე მასალის (ENZA ZADEN) ასორტიმენტს, რომელიც არის თიხის ფენით გარშემორტყმული, რაც უფრო კომფორტულს ხდის ჩათესვის პროცესს.

სალათების ასორტიმენტი:

• აისბერგი: BOTIOLA, BOMBOLA, DIAMOND;
• ლოლო ბიონდა: ILEMA, VILI, LOBI;
• ბატავია: FRISADY, ESTONY, KISMY;
• ლოლო როსა: TUSKA, LEA, LOKA;
• რომანო: PINOKIO, XANADU.

 

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us