უფასო დაზღვევა არსებობს - კარტლისი თანადგომის პროგრამას აგრძელებს

 

კარტლისი აგრძელებს ფერმერთა თანადგომის პროგრამას, რომელიც ყველა მომხარებელს, რომელიც პესტიციდებს კარტლისის მაღაზიათა ქსელში შეიძენს, საჩუქრად უფასო დაზღვევას სთავაზობს.

რას ნიშნავს უფასო დაზღვევა?

უფასო დაზღვევა ფერმერს კარტლისის მაღაზიაში პესტიციდების შეძენისას გადაეცემა, მომხმარებელი დამატებით არც ერთ თეთრს არ იხდის, თანადგომის პროგრამის ფარგლებში, იგივე ფასად რაც პესტიციდებში უნდა გადაეხადა დამატებით სარგებელს - დაზღვევას საჩუქრად იღებს.

რას ანაზღაურებს დაზღვევა?

ის ფერმერი ვინც ისარგებლებს დაზღვევის პროგრამით, სეტყვის ან ქარიშხლის შემთხვევაში ზიანის შესაბამისი პროცენტული რაოდენობის პესტიციდებში გადახდილ თანხას უკან, ანგარიშზე მიიღებს.

მაგალითად თუ ფერმერმა მაღაზიაში 1000 ლარის პესტიციდები შეიძინა, ხოლო ქარიშხალმა ან სეტყვამ მისი მოსავლის 50% გაანადგურა, ის პირად ანგარიშზე პესტიციდებში გადახდილი 1000 ლარის 50%-ს ანუ 500 ლარს მიიღებს.

ამ უნიკალური კამპანიის მეშვეობით კარტლისის მომხმარებლები უფრო მშვიდად შეხვდებიან ბუნებრივ კატასტროფებს და მათი წარმოებაც მეტად სტაბილური გახდება.

„კომპანია კარტლისი უკვე 25 წელია რაც ფერმერების გვერდით დგას და ამ 25 წლიანი გამოცდილების განმავლობაში  ფერმერების ყველაზე დიდი მხარდამჭერია, თანადგომის პროგრამაც ჩვენი გამოცდილების ლოგიკური გაგრძელებაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების სტაბილურობა და კეთილდღეობა. კარტლისი მომავალშიც გააგრძელებს ქართული სოფლის მეურნეობის და ფერმერების მხარდაჭერას.“ - რობერტ რევია,  კარტლის აგროსისტემები - დირექტორი

კარტლისის თანადგომის პროგრამაში ჩართვა და უფასო დაზღვევით სარგებლობა ნებისმიერ მომხარებელს სრულიად უფასოდ შეუძლია, ამისთვის მხოლოდ პესტიციდების შეძენა კარტლისის ფილიალებშია საჭირო.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ჩვენს ფილიალებს ან დაგვიკავშირდეთ ჩვენს facebook-ის გვერდზე cartlis*კარტლისი ან ნომერზე : (032) 244 55 41

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us