უფასო დაზღვევა არსებობს - მას მხოლოდ კარტლისი გთავაზობთ

კარტლისის დაზღვევის პროგრამა გრძელდება, ნებისმიერ მომხმარებელს მასში ჩართვა სრულიად უფასოდ შეუძლიათ. ამით თქვენი მოსავალი დაცული იქნება სეტყვის ან ქარიშხლისაგან.

რას ნიშნავს უფასო დაზღვევა?

უფასო დაზღვევა ფერმერს კარტლისის მაღაზიაში პესტიციდების შეძენისას გადაეცემა, მომხმარებელი დამატებით არც ერთ თეთრს არ იხდის, თანადგომის პროგრამის ფარგლებში, იგივე ფასად რაც პესტიციდებში უნდა გადაეხადა დამატებით სარგებელს – დაზღვევას საჩუქრად იღებს.

რას ანაზღაურებს დაზღვევა?

ის ფერმერი ვინც ისარგებლებს დაზღვევის პროგრამით, სეტყვის ან ქარიშხლის შემთხვევაში ზიანის შესაბამისი პროცენტული რაოდენობის პესტიციდებში გადახდილ თანხას უკან, ანგარიშზე მიიღებს.

მაგალითად თუ ფერმერმა მაღაზიაში 1000 ლარის პესტიციდები შეიძინა, ხოლო ქარიშხალმა ან სეტყვამ მისი მოსავლის 50% გაანადგურა, ის პირად ანგარიშზე პესტიციდებში გადახდილი 1000 ლარის 50%-ს ანუ 500 ლარს მიიღებს.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ცვენი ანიმაციური ვიდეო რგოლი:

 

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ჩვენს ფილიალებს ან დაგვიკავშირდეთ ჩვენს facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/cartlis

ან ნომერზე: (032) 244 55 41

სხვა სიახლეები

კომპანია კარტლისის მოღვაწეობის სფერო, სოფლის მეურნეობა გახლავთ, ყველაფერი ერთ სივრცეში:

  • სათესლე მასალა
  • პესტიციდები
  • სასუქები
  • სარწყავი სისტემები
  • დეზინფექტანტები
  • სხვადასხვა სასოფლო მეურნეობის ინვენტარი

24 წლიანმა დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ, კომპანიას მისცა საშუალება შექმნილიყო 2017 წელს უპრეცედენტო პროექტი კარტლისის აკადემია, რომლის მთავარი მიზანი არის ფერმერების დახმარება, სრულიან უანგაროდ.

იმისათვის, რომ წლის განმავლობაში არ შეექმნას სხვადასხვა სახის პრობლემები ჩვენს მოსავალზე, უნდა მოხდეს გამხმარი ხეების და დაზიანებული ტოტების შეჭრა და ფართობიდან გატანა. მიზანშეწონილია გაისხვლას და მოცილდეს დაიანებული ქერქი. აღნიშნული სამუშაოების შესრულების შემდეგ კი, დაიგეგმოს ადრე გაზაფხულზე პირველი წამლობა ანუ, მავნე ორგასნიზმების წინააღმდეგ ღონისძებები. ამის გათვალისწინებით კარტლისი გირჩევთ შემდეგი სახის პრეპარატებს:

სიპკამოლი

სატაცური (Asparagus) ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო მრავალწლიანი ბოსტნეული კულტურაა. თუ ადრე ძნელად ხელმისაწვდომ დელიკატესად მიიჩნეოდა, დღეს მისი მოყვანა უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი.

ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად კარტლისში უკვე გექნებათ საშუალება შეიძინოთ სატაცურის თესლი, სადაც სპეციალისტებისა და კარტლისის აკადემიის დახმარებით შეძლებთ, სატაცურის მოვლა-მოყვანა წარმატებულ ბიზნესად აქციოთ!

ყველა ფერმერმა იცის რომ მხოლოდ საკვები ელემენტებით ნიადაგის გამდიდრებით მოსავალს ვერ მიიღებს, ამისთვის საჭიროა რეგულარულად დაცვის სქემის მიხედვით ბაღების მოვლა.

პირველ ეტაპზე სხვლა ფორმირება და ბაღის დასუფთავება ნარჩენი ფოთლებისგან, შემდეგ კი, მინერაულური ზეთით და სპილენძიანი პრეპარატით უნდა მოხდეს დამუშავება.

კარტლისი გთავაზობთ უნიკალურ ესპანურ ბიო (ორგანულ) პროდუქციას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წარვუდგინეთ ქართველ ფერმერებს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა!

კარტლისი ქართულ ბაზარზე მრავალი წელია ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეხმარება ფერმერებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში კარტლისის აკადემიის სახით და სთავაზობს ხარისხიან პროდუქციას!

კარტლისი გთავაზობთ ისეთ ესპანურ ბიო პროდუქციას როგორიცაა: კოდაჰუმუს 20, კოდაქველი, კოდამინ მიკრორადიკულარი. ეს ბიო პრეპარატები სხვადასხვა დანიშნულებით ორგანულ მიწათმოქმედებაში გამოიყენება.

T.ABSOLUTA მავნებელი, რომელიც აზიანებს ძაღლყურძენასებრთა ოჯახს და განსაკუთრებით კი, პომიდორს, ის მნიშვნელოვან ეკონომიურ ზარალს აყენებს ფერმერულ მეურნეობებს უამრავ ქვეყანაში. მისი წარმოშობის ქვეყნად ითვლება ლათინო ამერიკა, იქიდან გავრცელდა ჩრდილოეთ აფრიკაში და ევროპაში. პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე 2011–2016 წლებიდან მოდის.

კომპანია კარტლისის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ასევე გახლავთ სარწყავი სისტემები, რომელიც სთავაზობს მომხმარებელებს დღეისათვის მსოფლიოში არსებულ ყველა ტიპის სარწყავ სისტემებს, წვეთოვანს, დაწვიმებით სტაციონარულს, მობილურ დასაწვიმებელ კოჭებს და ღერძულ საირიგაციო სისტემებს.

პროექტები უნივერსალურია და ადვილად შეიძლება იქნას გამოყენებული სხვადასხვა კულტურებისათვის, ასევე ადვილად შესაძლებელია წვეთოვანიდან დაწვიმებით მორწყვაზე გადასვლა.

როგორც მოგეხსენებათ, წყლის სწორ განაწილებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი ზრდისათვის.

სალათის კულტურა ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდება, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მისი მოყვანისას აუცილებელი წინაპირობაა ხარისხიანი ჩითილების წარმოება, სწორედ ის გვაძლევს რენტაბელობის გარანტიას.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us