ნიადაგის, ფოთლისა და ნაყოფის ანალიზი - ხარჯების და მოსავლის ეფექტური კონტროლისთვის

ყველა ფერმერის მიზანს  მაღალი მოსავლის მიღება წარმოადგენს, ამისათვის კი სხვადასხვა ტიპის სასუქების გამოყენებას მიმართავენ.  მცენარეთა კვებისათვის მნიშვნელოვანია მცენარის მოთხოვნის დაკმაყოფილება საკვებ ელემენტებზე, მაგრამ ჩნდება კითხვა თუ რას წარმოადგენს ეს მოთხოვნა და როგორ მივხვდეთ სწორად ვურჩევთ თუ არა სასუქებს?

მცენარეთა კვებისთვის დროში გაწერილი პროგრამის შესაქმნელად, პირველ ნაბიჯს წარმოადგენს ნიადაგის ანალიზი- ნიადაგის ანალიზით ვიგებ მცენარისთვის აუცილებელი მაკრო და მიკრო ელემენტების შემცველობას, აგრეთვე ისეთ ფიზიკურ პარამეტრებს, რომლებიც განსაზღვრავენ მცენარის მიერ ამ საკვები ელემენტების შეთვისების უნარს.  ნიადაგის კვლევის ჩასატარებლად, პირველ რიგში სპეციალური მეთოდიკის საფუძველზე უნდა ავიღოთ ნიადაგის ნიმუშები, აუცილებელია რომ ეს ეტაპი სწორად ჩატარდეს, რადგან  მასზეა დამოკიდებული ნიადაგის ანალიზის სიზუსტე. ანალიზით მიღებული შედეგების საფუძველზე დგება მცენარეთა კვების პროგრამა- კულტურის ასაკის, დაგეგმილი მოსავლის და ნიადაგში საკვები ელემენტების შემცველობის საფუძველზე.

უნდა აღინიშნოს, რომ კვებისადმი ყველა თანამედროვე მიდგომა გვასწავლის, რომ აუცილებელია კვების სისწორის შემოწმება ვეგეტაციის შუა პერიოდში ფოთლის ანალიზით.  ფოთლის ანალიზით ჩანს მცენარე ითვისებს თუ არა მისთვის მიწოდებულ სასუქებს, საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ მცენარეში მიმდინარე ტოქსიკური პროცესები, მაშინაც კი როდესაც ეს ვიზუალურად ჯერ არაა გამოვლენილი. სწორედ ამიტომ, ფოთლის ანალიზი ნიადაგის ანალიზთან ერთად წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპებს მცენარის კვების სამართავად და მისი ეფექტურეობის შესამოწმებლად. ესეიგი ნიადაგის ანალიზის საფუძველზე დგება დროში გაწერილი კვების სქემა- ფასდება გამოსაყენებელი სასუქების ტიპი და რაოდენობა, ხოლო ზრდადამთავრებული ფოთლის ანალიზით ვამოწმებთ რამდენად სწორად შევადგინეთ კვების პროგრამა და საჭიროების შემთხვევაში შეგვაქვს ცვლილებები.

ფერმერისთვის მოსავლის მიღების შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია საბოლოო პროდუქტის რეალიზაცია. ნაყოფის ანალიზით- მოწმდება რომელ ბაზარზეა შესაძლებელი პროდუქტის ექსპორტი. ყველა ქვეყანას გააჩნია თავისი მოთხოვნა, რეგლამენტი რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნაყოფი ექსპორტზე გასატანად, შესაბამისად ნაყოფის ანალიზით მგ: პესტიციდების ნაშთზე სრული სკრინინგით შესაძლებელია ფერმერმა მოიძიოს პოტენციური ბაზარი პროდუქტის რეალიზაციისთვის. აგრეთვე, ნაყოფის ანალიზით შეიძლება განისაზღვროს მისი დაბინძურება მძიმე მეტალებით, კაკლოვანი კულტურების შემთხვევაში შეფასდეს რამდენას სწორად და ეფექტურად მიდის ნაყოფის შრობის პროცესი და სამომავლოდ საჭიროების შემთვევაში შეტანოს ცვლილებები.

აუცილებელია, რომ ნიადაგის, ფოთლისა და ნაყოფის ნიმუშების აღებამდე გაიაროთ  კონსულტაცია, სადაც კარტლისის თანამშრომლები აგიხსნიან თუ როგორ ჩაატაროთ ეს პროცესები სწორად !

მიიღეთ სრული ლაბორატორიული მომსახურეობა ერთ სივრცეში - ნიადაგის ანალიზიდან საბოლოო პროდუქტის რეალიზაციამდე !

სხვა სიახლეები

24-25 ნოემბერს, კომპანია “კარტლისის” მხარდაჭერით საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია  გაიმართა.კონფერენციას აღნიშნულ სფეროში მომუშავე 400-მდე მცირე და მსხვილი ფერმერი ესწრებოდა. ღონისძიებაზე ასოციაციის ერთი წლის ანგარიში მოისმინეს. საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებს,  რომელიც თხილის სექტორში დასაქმებულებს გააჩნიათ.

კომპანია “კარტლისის” და ამერიკული კომპანია “Dupont”-ის ინიციატივით, საქართველოს, 14 ივლისს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, მაგარაჩის მევენახეობისა და მეხილეობის ნაციონალური, სასწავლო-კვლევითი ინტიტუტის პროფესორი, ელენა სტრანიჩევსკაია ეწვია. პროფესორი ადგილზე გაეცნო მევენახე-ფერმერების პრობლემებს, რის შემდეგაც, მათ თავისი დიდი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. 15 ივლისს კი ელენა სტრანიჩევსკაიამ გორში სემინარი გამართა. როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

ყვარლის რაიონში, 50 ჰექტარ მიწის ფართობზე დამონტაჟდა პივოტური სარწყავი სისტემა. კონსტრუქციისთვის და ძრავისთვის გამოყენებულია ესპანეთის და აშშ-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე, გამძლე, ხარისხიანი მასალა და მექანიზმები.  თანამედროვე, პივოტური სარწყავი სისტემა გამოიყენება მარცვლეულ კულტურაში და საშუალებას იძლევა თანაბრად, ერთგვაროვნად მოვრწყათ ფართობი, ვმართოთ მორწყვის პროცესი და შესაბამისად პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა.

გორში, სოფელ კარალეთში, 2015 წლის 1 თებერვლიდან, ფერმერებს კომპანია კარტლისის ახალი სერვის ცენტრი ემსახურება. გორის სერვის ცენტრმა, გახსნიდან საკმაოდ მოკლე დროში, დიდი ნდობა და პოპულარობა მოიპოვა ფერმერებში. ცენტრში დასაქმებული კვალიფიციური პერსონალი, სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ფერმერებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს.

2014 წლის სექტემბერში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ქვიტირში ფერმერთა მომსახურეობის ახალი ცენტრი გაიხსნა. ამ ცენტრის დანიშნულებაა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონების ფერმერებისათვის გახადოს ხელმისაწვდომი არამარტო უმაღლესი ხარისხის მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და სათესლე მასალა, არამედ დაეხმაროს მათ სოფლის მეურნეობაში მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.

კომპანია „კარტლისმა“ გარდაბანის რაიონის სოფელ სართიჭალაში ამერიკული კოპანია „პიონერი“-ს წარმოების ჰიბრიდული სიმინდის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა.

ახალგაზრდა ფერმერებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით, კომპანია “კარტლის“-სა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 5 ნოემბერს მემორანდუმი გაფორმდა.

“გახდი ფერმერი”- ამ პროექტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საპატრიარქოსა და “კარტლისის” წარმომადგენლებმა ხელის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში მოაწერს. ღონისძიებას ახალგაზრდა ფერმერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომპანია „აგროუ“-მ  ბოლნისის რაონში ხახვის უხვი მოსავალი მიიღო. მოსავალმა საადრეო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 50 ტონა, ხოლო საგვიანო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 77 ტონა შეადგინა.კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, მათ კომპანია „კარტლისის“ მიერ მოწოდებული სათესლე მასალა ჰქონდათ გამოყენებული, მათ შორის ისეთი ჯიშები როგორებიცაა: დაიტონა, მანასი (Bejo) და ჰელენასი (ENZA). კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხარისხიანმა სათესლე მასალამ და „კარტლისის“ მიერ გაწეულმა  კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო და ცუდმა კლიმატურმა პირობებმა მოსავალზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us